USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
BM.GE: ვის ეკუთვნის რძის პროდუქტების მწარმოებელი TOP-10 კომპანია საქართველოში?
Date:  1053

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 3.4 მლნ აშშ დოლარის 3,447 ტონა რძე იყიდა, რაც რაოდენობრივად 93%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თანხაში კი 35.5%-ით.

"რძის სკანდალის" ფონზე, bm.ge დაინტერესდა, რომელი კომპანიები აწარმოებენ საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებს. bm.ge-ს სტატისტიკის სამსახურიდან გამოთხოვილი ჰქონდა რძის მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, თუმცა, უწყებაში გვითხრეს, რომ ასეთი ქვეყანაში 5-ზე ნაკლებია, რაც ნიშნავს, რომ კომერციული საიდუმლოა და ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

ამიტომ გთავაზობთ, სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ათეულის სახით:

  1. შპს აგროკონსორციუმი წეროვანი - 1996 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 37%-ს ავთანდილ ჩინჩალაძე ფლობს, 25%-ს კომპარტიის ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, 23%-ს იონა ცქიფურიშვილი, 10%-ს ილია პატიაშვილი , 5%-ს კი ლევან ბერაია;
  2. შპს ჩვენი ფერმერი - საწარმოს 100% სს ნიკორა-ს საკუთრებაა. კომპანიას საერთო კრება მართავს, რომლის თავმჯდომარეც ვასილ სუხიაშვილია, მოადგილე გურამ ცერცვაძე და ირაკლი ნიკოლეიშვილი. წევრები: დავით დუმბაძე, დავით ცირეკიძე, გელა არობელიძე და რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი. გენერალური დირექტორია ირაკლი ბოქოლიშვილი;
  3. შპს ათინათი - წილებს თანაბარ, 33.3%-ად ინაწილებენ ანდრია ღვინეფაძე, დავით საღრიშილი და ზურაბი ფხაკაძე;
  4. შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტები - 1998 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100% ბელგიაში რეგისტრირებული ბი.ეს.ეი. ინთერნეიშენალ, BE 0-ს საკუთრებაა;
  5. შპს წიფორა-სამცხე - 2001 წელს რეგისტრირებული კომპანიის მესაკუთრე რევაზ კაჭკაჭიშვილია. თავადაა დირექტორიც.
  6. შპს ქართული რძის პროდუქტები - კომპანიის 75% გიორგი ლიპარტელიანს ეკუთვნის, 25% კი კალინა ჯარორჯიას, რომლის მესაკუთრე და დირექტორიც ასევე გიორგი ლოპარტელიანია;
  7. შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო [სოფლის ნობათი] - 100% რუსეთში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება ვიმ-ბილდან-ს ეკუთვნის;
  8. შპს რძის გზა - 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი სერგო ჯიმშელეიშვილია;
  9. შპს ალპენ მილკ - კომპანია ლენა და გარრი გრიგორიანების საკუთებაა 50-50% წილით;
  10. შპს თბილისის რძის ქარხანა - 55% ესტონეთში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის
    საზოგადოება რაინიკ-ს ეკუთვნის, 35% გიორგი ელიავას, 5%-ი თამარ შარიქაძეს, 5% კი თურქეთის მოქალაქე ელიზავეტა სპეტტელს.

 

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის სამსახური მონაცემებს შემთხვევითობის პრინციპით ალაგებს და არა რეიტინგის.

რძის სკანდალი

„რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.

წყარო:https://bm.ge/

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way