USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
"ვირუსის გავრცელების წყაროა ფული, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს" - ამირან გამყრელიძე
თარიღი:  1223

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამყრელიძემ მოსახლეობას დამატებითი რეკომენდაციები გააცნო.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ ე.წ. ქეშ ფულს მოქალაქეები არ გამოიყენებენ.

გამყრელიძის განმარტებით, ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე და იქ ყველა ანგარიშსწორება ელექტრონულად ხდება.

„ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ე.წ ქეშით პენსიებს, ზოგადად მოსახლეობას, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს და ამ მეთოდებს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება იქ ხდება ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, სასურველია ქეშის ხმარების დროს, შემდეგ მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

„დღეს მინდა, მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ნაღდი ფულით პენსიებს. ზოგადად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ამ პერიოდში ეს ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენ შიდა გავრცელება არ გვაქვს. ამ მეთოდს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. რას ნიშნავს ეს? ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე,ანუ, ყველა ანგარიშსწორება ხდება იქ ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები,“- განაცხადა ამირან გამრელიძემ.

ამასთანავე, მან რეკომენდაციით მიმართა ბანკებსაც, რომ ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსებული იქნება დეზინფექტორები.

„მინდა, მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს. სასურველია და ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ბანკის ყველა განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და შესაბამისად, იქ იდგეს დეზინფექტორები, სადაც ადამიანი, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან, მით უმეტეს თუ აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, ვინც გასცემენ ნაღდი ფულით თანხას და ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებენ ნაღდ ფულს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმ ბანკებს, რომლებიც პენსიებს გასცემენ მიმართა, რომ თუ შესაძლებელია პენსიები ელექტრონულად გასცენ, რათა ნაღდი ფულის გამოყენებას თავი აარიდონ.

„ამავე დროს, განსაკუთრებით თავშეყრა არის, როდესაც პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიას, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ იქნებ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის და ადამიანს არ უნდა, მაშინ პენსიონერებს შევუქმნათ შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მათ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან და ამავე დროს თუ შესაძლებელია, რომ თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრასა და დიდ რიგებს ამ დროს“ , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის