USD 2.6315
EUR 3.0089
RUB 3.3609
Tbilisi
"BM.GE": ვინ არიან TESLA-ს უმსხვილესი აქციონერები? - რეიტინგი
Date:  1319

ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ბოლო დროს, გახდა არამხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, არამედ ახლად შექმნილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რისთვისაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე საკუთარი ოფისიც კი მიიღო.

ამ თანამდებობაზე მილიარდერს საკუთარი ინტერესები აქვს, რაც $6.5-ტრილიონიანი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებაა, მაგრამ ილონ მასკს, შესაძლოა, პირადი ინტერესებიც ჰქონდეს.

ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით, ილონ მასკი $438 მილიარდის ქონებას ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, TESLA-ს აქციებზე მოდის. TESLA, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება, მსოფლიოს რიგით მე-8 უდიდესი კომპანიაა, ხოლო ილონ მასკი — ამ კომპანიის უდიდესი აქციონერია, რომელიც 12.8%-იან წილს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით, TESLA-ს ერთი აქცია დაახლოებით $412-ად ივაჭრება, ანუ ილონ მასკი, რომელიც კომპანიის დაახლოებით 411 მილიონ აქციას ფლობს, $169.4 მილიარდად შეფასებული წილის მფლობელია.

ილონ მასკთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების უმსხვილეს ინვესტორებს შორის მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ ბანკებს ვხვდებით, რაც გასაგებია, რადგან ამ ტენდენციას ფაქტობრივად ყველა საჯარო კორპორაცია იმეორებს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები. ილონ მასკის შემდეგ, TESLA-ს აქციონერებს შორის მოხვდნენ: Vanguard-ი, BlackRock-ი, State Street-ი, Geode Capital Management-ი, Capital World Investors-ი, Morgan Stanley, JPMorgan Chase-ი, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი და Price Associates-ი. დარჩენილ 62.85%-იან წილს სხვა ადამიანები და კომპანიები ფლობენ, რომელთა შორის ინდივიდუალური ინვესტორებიც არიან.

TESLA-ს უდიდესი ინდივიდუალური აქციონერების ჩამონათვალი, შემდეგნაირად გამოიყურება:

ილონ მასკი — 12.8%
The Vanguard Group — 7.46%
BlackRock — 6.07%
State Street Corporation — 3.48%
Geode Capital Management — 1.85%
Capital World Investors — 1.33%
Morgan Stanley — 1.25%
JPMorgan Chase & Co — 0.99%
ნორვეგიის ცენტრალური ბანკი — 0.96%
Price Associates — 0.93%

World
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way