USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
BMG: "Nvidia-სთვის სომხეთსა და საქართველოს შორის არჩევანი რეალური იყო" - ნიკა ალავიძე
თარიღი:  717

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკა ალავიძის თქმით, AI ქარხნის ასაშენებლად Nvidia, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, არჩევანს სომხეთსა და საქართველოს შორის აკეთებდა.

როგორც ალავიძე "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, არსებობდა შანსი, გარიგება საქართველოსთან გაფორმებულიყო, თუმცა დღეს ქვეყანაში ამის პოლიტიკური ნება და შესაბამისი კლიმატი აღარ არსებობს.

"Nvidia-სთვის სომხეთსა და საქართველოს შორის არჩევანი რეალური იყო და უშუალოდ მიწერ-მოწერაშიც ვიყავი ჩართული, მქონდა ამის ბედნიერება. ეს არ არის გუშინდელი საუბარი. პირველ რიგში, ვულოცავ სომხეთს და ბატონ ფაშინიანს ამ წარმატებას, რომელიც არის ძალიან კონკრეტული, გრძელვადიანი, გეგმაზომიერი საქმიანობის შედეგი.

სომხეთში ინტერნეტი საქართველოს გავლით ხვდება, ასე იყო ყოველთვის. მაგრამ ჩვენმა სახელმწიფომ და ძალიან მძიმე კორუფციულმა გარიგებამ, საქართველოს დააკარგვინა ინტერნეტის ეს წყარო, რომელიც ისევ ჩვენი გავლით მიდი, თუმცა ახლა მხოლოდ ფიზიკური გამტარი ვართ და არანაირი კავშირი ამ წყაროსთან არ გვაქვს. ამიტომ, შეიძლებოდა, თვითმარქვია მინისტრები საქმეს არ აკეთებენ, არ აქვთ ამის პოლიტიკური ნება, ამ ინსტიტუტებს მუშაობის არანაირი მორალური საფუძველი აღარ გააჩნიათ.

Nvidia არ არის ერთი კონკრეტული CEO-ს კომპანია, სადაც გემის კაპიტანი იტყვის საით გაცურონ. ეს არის ბევრი ინვესტორებისგან შემდგარი დიდი კომპანია, რომელიც ვალდებულია, მისი გადაწყვეტილებები დააფუძნოს მოკვლევაზე - რა გარემოში შედის, ლეგალური, ადამიანების უფლებების დაცვის კომპონენტების მიხედვით და ა.შ.", - ამბობს ნიკა ალავიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროექტში პარტნიორებად ერთვებიან: სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI-კომპანია - NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird-ი და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი Team Group-ი.

 

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის