USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩა N20-ში მდებარე შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  514
ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩა N20-ში მდებარე შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 2 600 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ აწარმოებს.
მიმდინარე პროექტს ადგილზე გაეცნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way