USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, კორპუსი N414-ის მიმდებარედ, წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  446
სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას განაგრძობს.
 
ამჟამად, ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, კორპუსი N414-ის მიმდებარედ, წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, იცვლება წყალარინების 40 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი და 3 ჭა ეწყობა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 25 000 ლარი გამოიყო.
 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის