USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება
თარიღი:  518
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაზიანებული გზების რეაბილიტაცია გეგმის და არსებული რესურსის გათვალისწინებით ხორციელდება.
 
რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. გზის საფარი უკვე განახლდა კეკელიძის ქუჩის N7, N19 და N21-ში, ფალიაშვილის N72-ში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის N50-ში, ყაზბეგის N26-28-სა და ქუთათელაძის N4-ში. გარდა ამისა, შიდა ეზო და ტროტუარები მოწესრიგდა ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N10-ის, N21 და N25-ის მიმდებარედ, ასევე საზგაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ნადირაძის ქუჩაზე.
 
რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, საგზაო პროექტი ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N1-ის და III კცარტლის N4-8 მიმდებარედ ხორციელდება.
ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N4-5 კორპუსებთან კი, ადგილობრივი მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები ჩატარდა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის