USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Тбилиси
«BBC Russian» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი სტუმრად არაბ შეიხებთან: რატომ გადაწყვიტა საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტმა საზღვარგარეთ წასვლა“
дата:  248

„ვლადიმერ პუტინმა თავისი საზღვარგარეთული ვიზიტების მწირი გეოგრაფია გააფართოვა და 6 დეკემბერს ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ეწვია - ორ ნავთობიან ქვეყანას, რომლებთანაც რუსეთმა ახლო ურთიერთობა დაამყარა დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის შემდეგ, უკრაინის წინაღმდეგ ომის დაწყებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „პუტინი სტუმრად არაბ შეიხებთან: რატომ გადაწყვიტა საომარ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის პრეზიდენტმა საზღვარგარეთ წასვლა“.

გеავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი თავისი თვითმფრინავით, ოთხი ავიაგამანადგურებლის Су-35С-ის თანხლებით, ოთხშაბათს ჯერ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში ჩაფრინდა, შემდეგ კი მეზობელ საუდის არაბეთს ეწვია. ორივე სახელმწიფო არ აღიარებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელმაც მარტში ორდერი გასცა რუსეთის ლიდერის დაპატიმრების მიზნით, უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო.

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანუ 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის ფარგლებიდან პრაქტიკულად არსად შორს არ გამგზავრებულა: იგი ეწვია მხოლოდ კასპიისპირა მეზობელ ირანს (სადაც მოსკოვი დრონებს ყიდულობს უკრაინის დასაბომბად), ყირგიზეთს (სადაც მონაწილეობა მიიღო დსთ-ის წევრი ქვეყნების სამიტში) და მოსაზღვრე ჩინეთს (რომელზეც ზალიან არის დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკა, დასავლური სანქციების გამო).

ვლდიმერ პუტინი არ წასულა BRICS+-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელმაც ხელი მოაწერა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს. „ანტიდასავლელების“ „ოჯახურ ფოტოსურათზე“ ვლადიმერ პუტინის ადგილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაიკავა.

რუსეთის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლური ვიზიტი მოწოდებულია იმისთვის, რომ რუსმა ლიდერმა ჩამოირეცხოს საერთაშორისო არენიდან „გარიყულის იარლიყი“ და აჩვენოს, რომ მოსკოვს ტრადიციული მეგობრების - ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის გარდა, სხვა სერიოზული პარტნიორებიც ჰყავს.

რუსეთი ახლო აღმოსავლეთში აქტიურ მოთამაშეს წარმოადგენს - კრემლი სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძოდა და დღემდე მხარს უჭერს ბაშარ ასადის რეჟიმს, ასევე ახლო კონტაქტები აქვს პალესტინის დაჯგუფება „ჰამასთან“ და მის მთავარ სპონსორტან - ირანთან.

რაც სეეხება არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და საუდის არაბეთს, მათთან რუსეთს შედარებით ნაკლებად პოლიტიკური და უფრო მეტად ეკონომიკური ურთიერთობები აქვს (ნავთობი, ფინანსები და ა.შ.).

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ საემიროები რუსების საქმიანი აქტიურობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად გადაიქცა. რუსი ნავთობტრეიდერებმა ევროპიდან დუბაიში გადაინაცვლეს, იქიდან კი რუსეთში დასავლური სანქციებით აკრძალული ევროპული ტექნოლოგიები, პროდუქცია და ფული მდინარესავით წავიდა.  

სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი სეშფოთებულნი არიან საემიროების გავლით რუსეტისაკენ ორმაგი დანიშნულების პროფუქციის ექსპორტით და დუბაიში გაერთიანებული დელეგაცია გაგზავნეს ამ საკითხის განსახილევლად. ოქტომბერში ვაშინგტონმა დუბაის კომპანიებს სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობზე ფასების ზღვრის დარღვევის გამო.

ვლადიმერ პუტინს 6 დეკემბერს გაერთიანებული საემიროების ხელმძღვანელობა დიდი პატივით დახვდა:  აეროპორტიდან დუბაისაკენ მიმავალ გზის ორივე მხარეს საპატიო ყარაულის სახით, აქლემებზე და ცხენებზე ამხედრებული არაბი მეომრები იდგნენ, ცაში კი საემიროების ავიაციამ რუსული დროშის ფერები გამოსახა. მიუხედავად იმისა, რომ საემიროების პრეზიდენტი, შეიხი მუჰამედ ბენ საიდ ალ ნაჰაიანი აეროპორტში არ წავიდა საპატიო სტუმრის დასახვედრად (რაც, პრინციპში, არც იყო „პროტოკოლით“ გათვალისწინებული), ვლადიმერ პუტინმა შეხვედრიას მას მაინც მადლობა გადაუხადა „ლამაზი და მეგობრული მიღებისათვის“.

არაბმა შეიხმა რუს სტუმარს „ძვირფასი მეგობარი“ უწოდა, მათ ორივემ აღნიშნეს და შეაქეს ორმხრივი მტკიცე კაბშირები და მზარდი ვაჭრობა. შეხვედრის ღია ნაწილი ამით დასრულდა და შემდეგ მოლაპარაკება დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

ეს ვიზიტი ჭირდებოდა არა მარტო ვლადიმერ პუტინს, არამედ საემიროებსაც. აბუ-დაბი ცდილობს განამტკიცოს ე.წ. „ახალი შვეიცარიის“ - ნეიტრალური და მდიდარი ქვეყნის - სტატუსი, რომელიც მსოფლიოს ბიზნესმენებისა და ფინანსისტებისათვის მიმზიდველი მაგნიტის როლს ასრულებს. საემიროები მეგობრობენ ყველა ქვეყანასთან და ამიტომაც საუკეთესო ადგილს წარმოადგენენ საერთაშორისო შეხვედრების, ბაზრობებისთვის და თუ საჭირო გახდება - სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც.

სწორედ ამ დღეებში დუბაიში მიმდინარეობს გაეროს მთავარი კლიმატური ყოველწლიური სამიტი (СОР28), რომლისკენაც მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. რასაკვირველია, ამ ყურადღების ნაწილი ვლადიმერ პუტინსაც მისწვდება - მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტი არანაირად არ არის დაკავშირებული კლიმატურ სამიტთან.

შეიხთან მოლაპარაკების სემდეგ ვლადიმერ პუტინი მეზობელ საუდის არაბეთში, ერ-რიადში გაფრინდა, სადაც იგი ფაქტიურ მმართველს, პრინც მუჰამედ ბენ სალმანს შეხვდა. მოლაპარაკება დახურულ რეჟიმში გაიმართა. მხარეებმა, როგორც ჩანს, დიდი ალბათობით, ძირითადად ნავთობზე ისაუბრეს.

რუსეთი და საუდის არაბეთი მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მომპოვებელი ქვეყნები არიან, აშშ-ის შემდეგ. მათზე მოდის „ოპეკ+“- ის (OPEC+) კარტელის მიერ ამოღებული ნავთობის თითქმის ნახევარი. შესაბამისად, ორივეს - რუსეთს და საუდის არაბეთს, თავიანთი ნავთობით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ „შავი თხევადი ოქროს“ მოპოვებისა და გასაღებაზე (ექსპორტზე), რაც რუსეთისა და საუდის არაბეთის ეკონომიკის საფუძვლებს შეადგენს.

ამჟამად OPEC+, რომელშიც 2016 წელს რუსეთიც გაწევრიანდა, ნებაყოფლობით მოიპოვებს უფრო ნაკლებ ნავთობს. ვიდრე მას შეუძლია, რათა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სტაბილური ფასები და შემოსავლები შენარჩუნდეს.

დღეს დილით ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთიდან, ისევ რუსული ავიაგამანადგურებლების თანხლებით, მოსკოვში დაბრუნდა, სადაც იგი თავის საერთაშორისო შეხვედრებს გააგრძელებს და უცხოელ სტუმარს, საუდის არაბეთის მთავარი მტრის და დასავლეთისაგან გარიყული ქვეყნის - ირანის პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისს მოელაპარაკება.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c0w26ddwzr5o

 

аналитика
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი - გიორგი კობერიძე
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქში. პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული მოიერიშე ნაწილები კვლავ ფლანგებიდან, ბრტყელტუჩას მანევრის განხორციელებას ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ. მათი მიზანია ტორეცკედან კოსტიანტინივკამდე, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, დრუჟივკამდე ყველა იმ ტერიტორიის ათვისება, რომელშიც ახლა უკრაინელები აკონტროლებენ.
 
ამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი კრამატორსკისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ. იმ ფონზე, რომ რუსული წინსვლა ნელია, უკრაინელთა ალყაში მოხვედრის საფრთხე მცირეა. ამასთან, იმდენად ნელა მიიწევენ რუსები წინ, რომ უკრაინელები ახერხებენ ზურგში ახალი თავდაცვითი პოზიციების აგებას, რაც რუსულ წინსვლას კიდევ უფრო აფერხებს. კრამატორსკი და სლავიანსკი და მისი შემოგარენი ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლიდან საუბრობდნენ. ზოგადად ფრონტის ხაზი ბოლო ორი წელიწადია ამ მიმართულებაზე ძალიან ნელა იცვება.
 
თუკი რუსებს დრუჟივკა-კოსტიანტინივკასაკენ სვლა არ გამოუვიდათ, ცხადია არის შანსი დასავლეთით განავითარონ შეტევა, რათა პოკროვკის მოექცნენ თავზე.
 
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქის დასავლეთით, უშუალოდ პოკროვკისა და მის შემოგარენში. აქაც, რუსებს წინსვლა შესამჩნევად ნელი აქვთ და რაც მთავარია მათ რიგებში მსხვერპლია ძლიან დიდი. პოკროვსკი ომამდე 60 ათასიანი დასახლება იყო. მას რუსები ერთი წელია უტევენ, ხოლო მთელს ამ სექტორს - წელიწადნახევარია.
 
რუსული არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ პოკროვსკისა და ტორეცკე-ჩასივ იარის მიმართულებაზე არიან თავმოყრილები. გენერალური შტაბის უფროსის, სირსკის განმარტებით დაახლოებით 700 ათასი რუსი სამხედროა უკრაინაში, რომელთაგანაც 500 ათასი აღმოსავლეთის ფრონტზეა გადასროლილი.
 
- მაისში დაწყებული რუსული შეტევა სუმის ოლქზე დასტაბილურებული და ზოგიერთ ნაწილში სრულად შეჩერებულია. მეტიც, უკრაინელებმა გაათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებული დასახლება ანდრიივკა და მისი შემოგარენიც. ბრძოლა ოლეკსივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინამ ინიციატივა დაიბრუნა ამ სექტორში. მომდევნო დღეები უკეთ გამოაჩენს სურათს.
 
სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. რუსები, გარდა სასაზღვრო სოფლების დაკავების მცდელობისა, ცდილობდნენ გაჰყოლოდნენ სუმი-სუჯას მაგისტრალს, თუმცა ჯერჯერობით იუნაკივკას ვერ გასცდნენ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში საზღვრიდან 7 კილომეტრში შეიწიეს მხოლოდ. რუსების მიერ ოკუპირებული ყველაზე დიდი სივრცე კი საზღვრიდან 15 კილომეტრია.
 
იუნაკივკასათვის ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ამ პატარა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ტყიანი საფარია და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ რუსები. აქედან არამხოლოდ სუმის მიმართულებით შეუძლიათ აწარმოონ ინტენსიური საარტილერიო დარტყმები, არამედ ტყეში შედარებით ფარულად გადაადგილდნენ კიდეც. უკრაინელებმა ჩაშალეს რუსების მცდელობა სწრაფად დაეკავებინათ დასახლება.
 
და ეს იმ ფონზე, რომ რუსების 50 ათასიანი დანაყოფია მობილიზებული ამ მიმართულებაზე. ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო შედეგია თან თუკი გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც სუმის ოლქის ოკუპაციაზე იყო გაკეთებული. სხვათა შორის პუტინმაც ისაუბრა სუმის შესახებ. ჯერჯერობით კრემლი ისე ფუთავს სიტუაციას თითქოს ინიციატივა მხოლოდ მათ ხელში იყოს და თავად წვეტდნენ სადამდე წაიწევენ წინ და რას უზამენ სუმის ოლქს.
 
თუკი რუსეთის მხრიდან ეს ზაფხულის მთავარი შეტევაა მაშინ საკმაოდ ცუდ შედეგს აჩვენებენ ისინი. მაგრამ ჰიპოთეტურად არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეთ მათ.
 
- სირსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სუჯას ოლქზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პლაცდარმს რუსეთში და რომ უკრაინა არ აპირებს შეტევით ოპერაციებზე უარის თქმას.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати