USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
«TRT-Turkish Radio and Television» (თურქეთი): „რეგიონის ელექტრობატარეის ცენტრი - თურქეთი // ენერგიის შენახვის მიზანი“
Date:  419

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-საიტზე რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“ გამოქვეყნებულია  სტატია სათაურით „რეგიონის ელექტრობატარეის ცენტრი - თურქეთი // ენერგიის შენახვის მიზანი“ (ავტორი - მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

არიან ქვეყნები, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებისათვის წიაღისეულს იყენებს, ზოგი განახლებად წყაროებს, ზოგი კი ბირთვულ ენერგიას, თუმცა, უწყვეტად მომუშავე ყველა სადგურს ერთი მიზანი აქვს - სახლამდე ენერგიის მიტანა ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის სახით. ამ საწარმოო პროცესში ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს რესურსების ეფექტიანი გამოყენება. გაზაფხულზე მდინარეების ხარჯის გაზრდით ჰიდროელექტრო სადგურებში წარმოება იზრდება. ბუნებრივი აირის საცავი დაწესებულებები კი შეუძლებელს ხდიან დიდ ფინანსურ ტვირთს, თუ პროდუქტი იაფი პერიოდისას იქნა შესყიდული და შენახული.

ენერგიის შენახვის ტექნოლოგიები მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს სისტემას წარმოადგენს. ასე რომ, ენერგიის წარმოების ყველაზე ინტენსიური პერიოდისას შესაძლებელია მისი შენახვა, ხოლო მოხმარების ყველაზე ინტენსიურ პერიოდშია გამოყენება, რასაც დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

ელექტრო ენერგიის თვალსაზრისით, შენახვის ტექნოლოგიები 6 ძირითად კატეგორიად იყოფა.

პირველ ადგილზეა ბატარეები და ელემენტები. ამ სისტემების, რომლებიც ელექტრობას ინახავენ, აქვთ სხვადასხვა სახეობა - ლითიუმ-იონური, ტყვია-მჟავა და ნიკელ-კადმიუმი. მეორე სისტემა - თბური ენერგიის შენახვა - გამოიყენებს მზის ენერგიით გამთბარ წყალს ან ფაზის შეცვლის მასალებს ბუნებრივი სითბოს შესანახად. მესამე სისტემა კი მექანიკური შენახვის სისტემებია, რომლებიც ყველაზე მეტად გამოიყენება - ჰიდრავლიკური სტრუქტურებით ხდება კინეტიკური ან პოტენციური ენერგიის შენახვა. მეოთხე - კომპრესორული ჰაერის ენერგია, რომელიც გულისხმობს ჰაერის შეკუმშვასა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებას. მეხუთე  სისტემას კაშხლების მსხვილ ბატარეებად გარდაქმნა წარმოადგენს. ტუმბო-რეზერვუარით ელექტროენერგიის საწარმოებლად გამოყენებული წყალი ტუმბოების საშუალებით ისევ კაშხალში ბრუნდება, რაც ქმნის ენერგიის გენერაციის მრავალჯერად ციკლს. მეექვსე - სუპერკონდენსატორებიც თვალსაჩინოა ელექტროენერგიის სწრაფი შენახვის დინამიკით. თუმცა, შენახვის სისტემები სრულებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ელექტროენერგიებით. კერძოდ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის შენახვას სახელმწიფოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამ შენახვაში უფრო ტრადიციული მეთოდებია გამოყენებული.

თურქეთს ამჟამად აქვს წლიურად 4,6 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შენახვის შესაძლებლობა. მოსალოდნელია, რომ 2028 წლამდე ეს მაჩვენებელი 12 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ასე რომ, მიზანია წლიური მოთხოვნილების 20 პროცენტის შენახვა. 2053 წლისთვის კი გეგმა ითვალისწინებს მოთხოვნილების 50 პროცენტის შენახვას.

ენერგიის შენახვის ინდუსტრიების ასოციაციის (EDEDER) პრეზიდენტის, ჯან თოქჯანის თქმით, თურქეთს აქვს პოტენციალი როგორც ელექტრო, ისე ჰიდროკარბონული ენერგიის რესურსების შენახვის მხრივ.

იმ ფონზე, რომ მსოფლიოში ბატარეის წარმოებისთვის გამოყენებული ლითიუმ კარბონატის 80 პროცენტი ჩინეთიდან მიიღება, ჯან თოქჯანი აღნიშნავს, რომ თურქეთში არსებობს სხვადასხვა კომპანიების უნარი ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საცავის უჯრედების წარმოება, მოდულებიდან საცავი სისტემების შექმნა და ბატარეის რეციკლირება.

როგორც ჯან თოქჯანი მიუთითებს, სექტორის არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის კერძო სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა, განსაკუთრებით თავდაცვის მრეწველობაში, შექმნის მრავლობით ეფექტს ყველა სამუშაო სფეროში. ასე რომ, თურქულ კერძო სექტორს შეეძლება საზღვარგარეთ გასვლა და საიმედო პარტნიორის სტატუსის მოპოვება ევროპაში.

ჩინეთზე სანქციების გამო, თურქეთი ევროპაში ყველასთვის უკვე მოსჩანს, როგორც ახლი ვარსკვლავი. კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში ყველა ამჟამად ცდილობს თურქეთს მიმართოს. ასეთ გარემოში, თურქეთს შეუძლია ეს შესაძლებლობები გამოიყენოს.

სწორედ ამ პერიოდში გაიმართება მნიშვნელოვანი ღონისძიება. დარგის ლიდერები შეხვდებიან საჯარო სექტორს. 25 დეკემბერს „მომავლის ენერგეტიკისა და შენახვის კონგრესი“ გაიმართება ანკარაში. კონგრესი გაიმართება დევიზით „რეგიონის ბატარეის ცენტრი: თურქეთი“.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way