USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«TRT-Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“
дата:  1109

თურქულმა ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციის  - TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ჩერქეზთა გადასახლების ხსოვნის შესახებ“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტრადიციული შეფასება ცნობილი ისტორიული მოვლენის - რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზთა გადასახლებასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ გამოქვეყნებულ მასალას:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გააკეთა ჩერქეზების კავკასიიდან გადასახლების 161-ე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცლად - უსამართლოდ და არაადამიანურად - ითვლება.

ოთხშაბათს, X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში რეჯეფ ერდოღანმა დაწერა: „კავკასიაში საკუთარი სამშობლოდან უსამართლოდ, უკანონოდ და არაადამიანურად გადასახლებული ჩერქეზი ძმების ხსოვნის დღეს, დაღუპულებს ალაჰის წყალობას ვუსურვებ და გულწრფელად ვიზიარებ მათ განუზომელ ტკივილს“.

21 მაისი ჩერქეზთა გადასახლების 161-ე წლისთავი იყო. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთ-ჩერქეზების ომის დასრულების შემდეგ მოხდა. რუსეთის იმპერიის ბრძანებით, ასობით ათასი ჩერქეზი ჩრდილოეთ კავკასიიდან იძულებით გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში, სხვადასხვა ადგილებში გაგზავნეს. ძალადობითა და არაადამიანურ პირობებში განხორციელებული ეს გადასახლება, რომელსაც მასობრივი სიკვდილიანობა მოჰყვა, მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ეთნიკურ წმენდად ითვლება.

ჩერქეზთა გადასახლება მოიცავს 1864 წელს რუსეთ-ჩერქეზების ომის შემდეგ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე წინაპართა მიწებიდან იძულებით გადაადგილების მოვლენებს. ამ პერიოდში 800 ათასიდან 1,5 მილიონამდე ჩერქეზი გადაასახლეს და უმეტესობა ოსმალეთის იმპერიაში გაგზავნეს. ხანგრძლივმა ლაშქრობებმა, გადატვირთულმა გემებმა, შიმშილმა და ავადმყოფობამ ათი ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

დღეს ჩერქეზული წარმოშობის ბევრი ადამიანი ცხოვრობს თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა რეგიონებში. ეს ტრაგედია ყოველწლიურად, 21 მაისს, მსოფლიოს ყველა ჩერქეზულ თემში აღინიშნება.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати