USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
«Апостроф» (უკრაინა): „უკრაინა და კამალა ჰარისი: რატომ აქვთ უკრაინელთა ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევაში“
дата:  1085

„აშშ-ში მცხოვრებ უკრაინელებს შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებზე, - ნათქვამია უკრაინულ გაზეთ „აპოსტროფში“ (Апостроф) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა და კამალა ჰარისი: რატომ აქვთ უკრაინელთა ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევაში“ (ავტორი - დიმიტრი იაკოვენკო).

ჟურნალისტი ეყრდნობა ამერიკელი ისტორიკოსის ტიმოთი სნაიდერის პოზიციას, რომელიც აღნიშნავს, რომ უკრაინელები ყველაზე მეტად სწორედ ე.წ. „მოყოყმანე შტატებში ცხოვრობენ, შესაბამისად, მათი ხმები გადამწყვეტი იქნება ერთ-ერთი კანდიდატისათვის.

ტიმოთი სანდერსი მიუთითებს კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის მხარდაჭრრის რყევაზე, რომლის ამპლიტუდა ერთმანეთისაგან 2-3%-ით განსხვავდება და აღნიშნავს, რომ სწორედ ამდენი უკრაინელი ცხოვრობს (მთლიან მოსახლეობაზე გადაანგარიშებით) „მოყოყმანე შტატებში“.

უკრაინული გაგებით, დონალდ ტრამპი ვიქტორ იანუკოვიჩს ჰგავს, რომელიც ოლიგარქებს ბაძავდა და რომელსაც მხარს კრემლიდან რეალური ოლიგარქები უჭერდნენ. თუმცა, აშშ-ის ექს-პრეზიდენტს განმასხვავებელი ნიშნებიც აქვს - იანუკოვიჩთან შედარებით, იგი პირადი ქარიზმით გამოირჩევა და პოლიტიკურად ტალანტიურია.

დონალდ ტრამპის პროგრამის არსი გამოიხატება ამერიკული პოლიტიკური წესრიგის ტრანსფორმაციაში. დამოუკიდებლად იმისა, მოხერხდება თუ არა გარდაქმნა, რეჟიმის ცვლილების მცდელობა ამერიკისათვის უკვალოდ არ ჩაივლის - ეს ქვეყანა აქტიურ საერთაშორისო არენისაგან გარკვეული ვადით, მეტ-ნაკლებად  ჩამოცილებული იქნება. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ადმმინისტრაციის დროს რუსეთი და ჩინეთი რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ, მათი ხელშემშლელი არავინ არ იქნება.

თუ დავფიქრდებით იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინისათვის, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მნიშვნელობა ექნება უკრაინელების (ამერიკელი უკრაინელების) პოზიციებს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის.

ამერიკული საკმაოდ თავისებური საარჩევნო სისტემის მიხედვით, ზოგიერთ შტატს, სხვებთან შედარებით, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. ამერიკელი უკრაინელები პენსილვანიის მოსახლეობის 1%-ს შეადგენენ, ხოლო მიჩიგანის - 0,5%-ს. თუ დონალდ ტრამპი ამ ორ შტატში გაიმარჯვებს, იგი მთლიანობაში არჩევნებს იგებს. თავის მხრივ, თუ კამალა ჰარისი მიიღებს უპირატესობას და გაიმარჯვებს, რასაკვირველია, ისიც მთლიანობაში მოგებული იქნება“, - აღნიშნავს ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი.

გარდა ამისა, ისტორიკოსის თქმით, შტატებში მცხოვრები უკრაინელების თვალსაზრისს ასევე შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების საერთო შედეგებზე: „მიჩიგანში უკრაინული წარმოშობის აშშ-ის მოქალაქეების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დონალდ ტრამპის მომხრეებისა 2016 წელს. პენსილვანიაშიც კი უკრაინელები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე 2016 წლის არჩევნების დროს დონალდ ტრამპის ან 2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენის მხარდამჭერები“.

ამას წინათ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატი კამალა ჰარისი თავისი რეიტინგით თითქმის დაეწია რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დონალდ ტრამპს.

წყარო: https://apostrophe.ua/ua/news/world/america/2024-07-30/istorik-timoti-snayder-ukazal-na-klyuchevuyu-rol-ukraintsev-na-vyiborah-prezidenta-ssha/327585

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати