USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Апостроф» (უკრაინა): „კურსკის ოპერაციამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ რა ხდება პოკროვსკთან მიმართებით?“
дата:  493

დღეს რუსეთ-უკრაინის ომის ორი ფრონტია ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი - კურსკის ოლქში და დონბასში. უკრაინული პრესა, რომელიც საომარ პირობებში იმყოფება და,  ბუნებრივია, გარკვეული ცენზურის პირობებშიც, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ორივე ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს.

კიევის გაზეთ „აპოსტროფში“ (Апостроф) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კურსკის ოპერაციამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ რა ხდება პოკროვსკთან მიმართებით?“ (ავტორი - ვიქტორ მუჟენკო, სამხედრო მიმომხილველი), რომელშიც კომენტირებულია მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით

„უკრაინის ჯარების მოულოდნელმა და სწრაფმა კონტრშეტევამ რუსეთის კურსკის ოლქში დასავლეთში და, საერთოდ, მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაგრამ იმავდროულად რიგი სტრატეგიული რისკებიც შექმნა, განსაკუთრებით დონბასში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკთან დაკავშირებით

ისტორიული პარალელები

პოკროვსკს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დონბასისათვის და თუ რუსეთი ამ ქალაქს აიღებს (გააკონტროლებს), საფრთხე უკრაინის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთს დაემუქრება: ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ვინც პოკროვსკს ფლობს, ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსაც“.

დღეს პოკროვსკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არა მარტო დონბასისათვის არის საფრთხის შემცველი, არამედ მისი დაკავებით მტერს ზაპოროჟიეს ოლქის გაკონტროლებაც შეუძლია, შემდეგ დნეპროპეტროვსკის ოპერატიული სივრცის დაუფლება და პერსპექტივაში - ხარკოვისათვის ალყის შემორტყმაც. ეს სწორედ ის არის, რის გაკეთებაც და რეალიზებაც ვერ შეძლო საბჭოთა წითელმა არმიამ კურსკის ბრძოლის შემდეგ, 1943 წლის ივლის-აგვისტოში.

საქმე იმაშია, რომ მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა კავშირ-გერმანიის ფრონტზე, კურსკის ბრძოლის შემდეგ საბჭოთა სარდლობას დაგეგმილი ჰქონდა ესარგებლა თავისი უპირატესობით და სწრაფად დაეკავებინა კურსკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები, რომლებიც გერმანელების მიერ იყვნენ ოკუპირებულნი, მაგრამ ეს გეგმა მთლიანად ვერ განხორციელდა ვერმახტის ძლიერი წინააღმდეგობისა და საბჭოთა გენშტაბის მიერ დაშვებული შეცდომების გამო.

დღევანდელი სიტუაცია აჩვენებს, რომ რუსეთის არმია, ამჯერად დონბასში, სწორედ მსგავსი ჩანაფიქრის რეალიზაციას ცდილობს, რათა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის გაკონტროლება მოახერხოს.

საფრთხე უკრაინისათვის

რუსეთის არმიის მიერ პოკროვსკის აღება არსებითად შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში. პოკროვსკის აღება გზას გაუხსნის რუსულ ჯარს წინსვლისათვის და დიდ საფრთხეს შექუმნის სხვა ოლქებსაც, მათ შორის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს.

უკრაინამ თავისი ძალისხმევის კონცენტრირება უნდა მოახდინოს ამ კრიტიკული წერტილების დასაცავად.

სამხედრო პროფესიონალიზმის მნიშვნელობა

ამგვარი გამოწვევების თავიდან ასაცილებლად ან მათდამი წინააღმდეგობის გასაწევად, აუცილებელია დავეყრდნოთ უკრაინის არმიის პროფესიონალი ოფიცრების, სამხედრო მოსამსახურეების გამოცდილებასა და ცოდნას, რომლებსაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.

სამხედრო ლიდერებს, შესაბამისი განათლებით და ბრძოლებში გამოწრთობილი უნარ-ჩვევებით, შეუძლიათ უკეთესად სეაფასონ ქვეყნის წინაშე მდგარი რისკები და ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღონ.

დასკვნები:

თანამედროვე ომებში, ისევე როგორც ისტორიულ კონლიქტებში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს და სტრატეგიულ დაგეგმვას.

უკრაინამ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს თავისი საკვანძო ტერიტორიის დასაცავად, თავია აარიდოს გაუთვლელ სარისკო ოპერაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ყურადღების გაფანტვა (გადატანა) მთავარი საფრთხე-მუქარებისაგან და შეარჩიოს ჯარების გამოყენების ისეთი ფორმები და ხერხები, რომლებიც მათი შესაძლებლობების ადექვატური იქნება. გამარჯვების უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ სამხედრო პროფესიონალებისა და არმიის ლიდერების თანწყობილი მუშაობის წყალობით.

წყარო: https://apostrophe.ua/

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати