USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
BMG: „უძრავ ქონებაზე ფასები საშუალოდ 4- 6%-ით იზრდება“ – „არქი“
თარიღი:  390

კომპანია „არქიში“ აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს უძრავი ქონების ფასები სტაბილურად, 4-6%-ის ფარგლებში იზრდება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, მათ პროექტებზე მოთხოვნა გასული წლის პირველი კვარტალის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება და 67%-იან ზრდას აჩვენებს.

„არქის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 67%-იანი ზრდა გვაქვს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრესია. ამ ზრდას, ჩვენი შეფასებით, ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. პირველი, “არქის” მიმართ მომხმარებელთა ნდობის ზრდა, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ. და მეორე პრემიუმ კლასის პროექტებია, რომლებიც „არქიმ“ დაახლოებით ორი წლის წინ წარადგინა და დღეს უკვე მაღალი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში.

რაც შეეხება ფასების დინამიკას, ბოლო წლების განმავლობაში ფასების ზრდა შედარებით სტაბილურია და საშუალოდ 4%-დან 6%-მდე მერყეობს. ანალოგიური ზრდის მოლოდინი გვაქვს მიმდინარე წელსაც.“ - განაცხადა ხეცურიანმა.

 https://bm.ge/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის