USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ტვიტერის დამფუძნებელი კორონავირუსთან საბრძოლველად $1 მილიარდ დოლარს გადარიცხავს
дата:  1155

ჯეკ დორსი, ტვიტერის დამფუძნებელი აპირებს კორონავირუსთან ბრძოლაში $1 მილიარდი დოლარი გადარიცხოს- აღნიშნული დონაცია ყველაზე მასშტაბური იქნება იმ ფიზიკურ პირებს შორის, რომლებსაც გადაურიცხავთ „ნაღდი ფული“ კოვიდ 19-ის დასამარცხებლად.

„კომპანია Square-ის 1 მილიარდი დოლარის აქციებს, რაც ჩემი ქონების დაახლოებით 28%-ია, Start Small-ის ფონდში გადავრიცხავ, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური დახმარება დავაფინანსო“ - განაცხადა მილიარდერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

„აღნიშნული ქმედებას დღევანდელი საჭიროებები მოითხოვს. ვიმედოვნებ ეს ფაქტი სხვებისთვისაც საინსპირაციო საშუალება იქნება, იგივე გააკეთონ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, მოდით გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ ხალხს ახლა“. მისი თქმით, გადარიცხული ყოველი თანხა იქნება საჯარო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მასშტაბური დახმარება გაიღეს ბილლ და მელინდა გეითსებმა, რომლებმაც კოვიდ 19-ის დასამარცხებლად $ 100 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати