USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისთვის 40 ერთეული F-16V Block 70 ტიპის გამანადგურებლის მიყიდვას მოიცავს
Date:  762
2024 წლის 6 ივნისს თურქეთის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თურქეთისთვის 40 ერთეული F-16V Block 70 ტიპის გამანადგურებლის და დამატებითი აღჭურვილობის მიყიდვას მოიცავს.
 
Foreign Military Sales (FMS) ის მიხედვით კონტრაქტში შევიდა:
  • 32 ერთადგილიანი F-16C Block 70
  • 8 ორადგილიანი F-16D Block 70.
და 79 კომპლექტი თურქეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული F-16 ების F-16V Block 70 დონეზე განახლებისათვის.
კონტრაქტის ჯამური ღირებულება დაახლოებით $23 მლრდ დოლარია,რომელიც თვითმფრინავების გარდა ასევე შეიარაღებას, სასწავლო და ტექნიკური დახმარების პაკეტების და მოდერნიზაციის სამუშაოებს მოიცავს.
 
DSCA ინფორმაციის თანახმად, თურქული კონტრაქტი ასევე მოიცავს:
  • 16 ერთეულ AN/AAQ-33 Sniper Advanced Targeting Pod (ATP) ოპტიკური დამიზნების სისტემას.
  • 952 ერთეულ ,,ჰაერ-ჰაერი" კლასის რაკეტა AIM-120C-8 AMRAAM.
  • 401 ერთეულ ,,ჰაერ-ჰაერი" კლასის AIM-9X Block II Sidewinder ტიპის რაკეტებს
  • 96 ერთეულ AGM-88B HARM რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს
  • 96 ერთეულ AGM-88E AARGM რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს
  • 2298 მართვად ბომბებს
მათ შორის:
  • 864 ერთეულ GBU-39/B SDB-1
  • 850 ერთეულ GBU-31 JDAM
  • 200 ერთეულ GBU-31v.3 JDAM
  • 384 ერთეულ GBU-32 JDAM)
და სხვადასხვა დამატებით აღჭურვილობას.
 მხოლოდ ამ წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც თურქეთმა,მრავალწლიანი პოლიტიკური კინკლაობის შემდეგ, რატიფიცირება მოახდინა შვედეთის ნატოში შესვლაზე, ამერიკულმა მხარემ საბოლოოდ გააფორმა შეთანხმება.
40 ახალი აწყობის F-16 (F-16V) Block 70 შეკვეთილმა ვაიპერმა 48 ერთეული F-4E ფანტომი უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც ჯერ კიდევ თურქეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაშია.
 F-16V Block 70/72 მოდიფიკაცია ახლა F-16 ტიპის გამანადგურებლის ყველაზე თანამედრივე ვერსიაა და აღჭურვილია ახალი Northrop Grumman AN/APG-83 Scalable Agile Beam Radar (SABR) რადარით.
დღეისათვის ახალი აწყობის F-16V-ები შეუკვეთა:
  • ტაივანმა (66 თვითმფრინავი)
  • მაროკომ (24 თვითმფრინავი)
  • ბაჰრეინმა (16 თვითმფრინავი)
  • სლოვაკეთმა (14 თვითმფრინავი)
  • ბულგარეთმა (16 თვითმფრინავი)
  • იორდანიამ (12 თვითმფრინავი)
F-16V-ის სერიული წარმოება 2023 წელს Lockheed Martin-ის ქარხანაში გრინვილში (სამხრეთ კაროლინაში) დაიწყო, სადაც ამერიკულ კორპორაციას F-16-ის წარმოება ფორტ უორტის (ტეხასი) ქარხნიდან გადააქვს.
society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way