USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
«TRT» (თურქეთი): „გადამწყვეტი მომენტი დასავლეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მე-3 წელს“
дата:  818

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია (TRT-Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით გადამწყვეტი მომენტი დასავლეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მე-3 წელს“, რომელშიც  გაანალიზებული რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ორწლიანი შედეგები და სამომავლო პერსპექტივები. პუბლიკაციის ავტორია ჯან აჯუნი - პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსეთის უკრაინაში შეჭრის მცდელობის შემდეგ კონფლიქტის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. როდესაც უკან ვიხედებით, ვხედავთ ომს, რომელმაც ორივე ქვეყანა შთანთქა და დიდ წაგება-წაგების სპირალს, რომელშიც სასურველი შედეგები ვერ იქნა მიღწეული. თუმცა რუსებმა ბოლო პერიოდში დაიწყეს ამ ველზე უპირატესობის მოპოვება და დასავლეთისთვის გადაწყვეტილების მიღების მომენტი დადგა. ისინი ან უკრაინას უფრო სერიოზულად დაუჭერენ მხარს, ან რუსეთის გამარჯვების პირისპირ აღმოჩნდებიან.

ორი წლის წინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო ელვისებური სამხედრო ოპერაცია კიევის ასაღებად და უკრაინაში ხელისუფლების შესაცვლელად და იგი წარუმატებელი აღმოჩნდა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ ოკუპაციაში გადაიზარდა. თუმცა, როდესაც შეერწყა რუსული არმიის არასაკმარისობა უკრაინის არმიის წინააღმდეგობის გაწევას და ნაციონალისტურ გრძნობებს, შეჭრა ჩაიშალა, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერით. რუსებს მოუწიათ უკან დახევა მათ მიერ ოკუპირებული მრავალი რეგიონიდან. თუმცა რუსეთმა გეოგრაფიული სიღრმის, ბუნებრივი რესურსების და მძიმე ცოცხალი ძალის მობილიზებით მოახერხა ომის მიმდინარეობის შეცვლა თავის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიის საგარეო მხარდაჭერა შემცირდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინელები, რომლებიც ადამიანური რესურსების მხრივ რუსეთთან შედარებით სუსტ მდგომარეობაში არიან, ფრონტის ხაზზე სირთულეებს წააწყდნენ. პუტინის მიერ რუსეთის არმიაში სამეთაურო-საკონტროლო სტრუქტურის შეცვლამ, მობილიზაციის გადაწყვეტილებით პერსონალის საგრძნობლად გაზრდამ და, რა თქმა უნდა, თავდაცვის მრეწველობის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდამ, შედეგი გამოიღო. 

ამ კონტექსტში, ცვალებადმა სამხედრო დინამიკამ დაიწყო ველზე გამოჩენა.  განსაკუთრებით რუსების მიერ ავდიევკას დაკავებამ, რომელიც დონბასში კრიტიკულ ადგილას მდებარეობს და 2014 წლიდან უკრაინის არმიის დასაყრდენი იყო, განგაშის ზარის ჩამოკვრა გამოიწვია. აშშ-ში კონგრესსა და თეთრ სახლს შორის ბრძოლამ გამოიწვია უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და როგორც ჩანს, ევროპული სახელმწიფოები ვერ უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საკმარისი შესაძლებლობებისა და პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. რუსებმა შექმნეს საომარი ეკონომიკა, დაიწყეს თავიანთი რესურსების მეტი მობილიზება  ომისთვის და შედეგების მიღება და დაიწყეს თანდათან უპირატესობის მოპოვება ფრონტის ხაზზე.

ახლა ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მიხვდნენ საფრთხეს, დაიწყეს მოქმედება. კონტინენტური ევროპის სახელმწიფოები, გერმანიისა და საფრანგეთის მეთაურობით, ცდილობენ ფორმულირებას თუ როგორ შეუძლიათ უკრაინის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი გზით გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით. თუმცა, მათ წინაშე დგას დიდი ძალა, რუსეთი. ომის მეორე წლის ბოლოს სერიოზული კითხვები ჩნდება იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს უკრაინამ დღევანდელ პირობებში. ამიტომ, წინ გადამწყვეტი მომენტი გველის დასავლეთისთვის. მათ უნდა დაძლიონ უთანხმოება რაც შეიძლება მალე, ჩართონ ამერიკის შეერთებული შტატები და მხარი დაუჭირონ უკრაინის არმიას და ეკონომიკას ბევრად უფრო შინაარსიანი და ინტენსიური გზით. მხოლოდ ამ გზით შეიძლება შეჩერდეს რუსული წინსვლა და აიძულონ ისინი ისევ უკან დაიხიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის გამარჯვება უკრაინაზე შექმნის ახალ გეოპოლიტიკურ რღვევას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის კონტინენტურ ევროპას საშუალოვადიან პერიოდში.

რა თქმა უნდა, ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს რუსეთის ამ გამარჯვებით, იქნება ჩინეთი, რომელიც თავის მოკავშირე რუსეთთან ერთად გამოვა წინა პლანზე დასავლეთთან მიმდინარე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/03/01/ak-tualuri-t-emis-analizi-9-2024-2109820

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати