აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რეიტინგით მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უსწრებს. სოციოლოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 42 პროცენტი აძლევს. ამასთან, ბაიდენის მხარდამჭერთა 62 პროცენტი ქალები არიან, ტრამპის მხარდამჭერთა 51 პროცენტს კი კაცები შეადგენენ.
წყარო: cnn.com