USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ტრამპი უკრაინის დემილიტარიზაციის სასტიკი წინააღმდეგია
თარიღი:  1272
Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ მოითხოვს პუტინისგან, რომ მან უარი თქვას უკრაინის შეიარაღებული ძალების დემილიტარიზაციის მოთხოვნაზე.
 
მოსკოვსა და კიევს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საუბარია უკრაინის უფლებაზე, რომ ჰყავდეს საკუთარი არმია და თავდაცვის მრეწველობა- ყოველგვარი შემზღუდავი მექანიზმების გარეშე.
 
მოსალოდნელია, რომ სტივ ვიტკოფი ამ საკითხს დააყენებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მათი შემდეგი შეხვედრის დროს მომდევნო დღეებში.
რუსეთმა ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ასევე უნდა დაუბრუნოს უკრაინას , რაც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პირობათაგანია.
 
აშშ ასევე ითხოვს, რომ რუსეთმა უკრაინას უნდა დაუბრუნოს ხარკოვის ოლქის ის მცირე ნაწილიც, რომელიც მათ ამ დროისთვის აქვთ მიტაცებული - კუპიანსკისა და ვოლჩანსკის მიმართულებებზე.
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის