USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა ფედერალურ დონეზე ყველა საგრანტო პროგრამა შეაჩერა
თარიღი:  703

თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა ფედერალურ დონეზე ყველა საგრანტო პროგრამა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გრანტებისა და სესხების გაყინვა ნიშნავს, რომ ფედერალურმა უწყებებმა დროებით უნდა შეაჩერონ საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ფედერალურ დონეზე ფინანსური დახმარების ვალდებულებასთან ან გაცემასთან.

პაუზა ეხება სხვა შესაბამისი უწყებების აქტივობებსაც, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ დახმარებას უცხოური დახმარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის