USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Tbilisi
ტესტი კორონავირუსზე: რამდენს ხარჯავენ COVID -19 თან ბრძოლაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები
Date:  930

Forbes-ის მილიონერების სიის  წარმომადგენლები პანდემიას სხვადასხვაგვარად  ებრძვიან. Twitter-ის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ, პანდემიასთან ბრძოლას თავისი ქონების მეოთხედი შესწირა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯოზეფ ბეზოსმა კი  მთელი ქონების მხოლოდ 0,07% გამოყო.

დედამიწაზე კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ზრდასთან ერთად მილიარდერები თანხებს გამოყოფენ მასთან ბრძოლისთვის. ამასთან, ზოგი მეტს იძლევა და ზოგი ნაკლებს. მარტის შუა რიცხვებში Forbes თვალს ადევნებდა რამდენი გაიღეს ზემდიდარმა ადამიანებმა კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა პროექტზე. მსოფლიო 2095 მილიარდერიდან უმეტესობა ჯერ მხოლოდ გეგმავს გადარიცხვებს ან არ  ასაჯაროებენ გადარიცხულ თანხებს. მაგრამ 77 მათგანს ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი მნიშვნლოვანი ქველმოქმედება ამ მძიმე დროს. მათგან 54-მა გაამხიხლა გადარიცხული თანხის რაოდენობა, კიდევ 23 -მა მილიარდერმა, მაგალითად Alibaba-ს დამაარსებელმა ჯოზეფ ცაიმ  ( Forbes Real-Time, მიხედვით 11მილიარდი $) დაუდგენელი თანხები გადასცეს ქველმოქმედებისთვის ან სამედიცინო დახმარებისათვის.

მილიარდერებიდა ყველაზე გულუხვი ჯეკ დორსი გამოდგა (ქონება 3,9 მილი­არდი $). 7 აპრილს მან განაცხადა, რომ კომპანია Square-ის  1 მილიარდად შეფასებულ კუთვნილ აქციებს  (ქონების თითქმის მეოთხედი) გადასცემს ფონდს, რომელიც დახმარებას გაუწევს, როგორცCOVID-19 პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ასევე სხვა საქველმოქმედო ინიციატივებს. ამ მომენტისათვის ოთხ ორგანიზაციას საერთო ჯამში 5 მილიონი $ შეწირა. გაურკვეველია 1 მილიარდი დოლარის  რა ნაწილი მოხმარდება პანდემიასთან ბრძოლას, მაგრამ რეალურად, დახმარებამ დაპირებული თანხის 20%-იც რომ შეადგინოს,  ეს  ჯერ არსებული შემოწირულობებზე მეტი იქნება.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა აზიმ პრიჯმანი (6,1 მილიარდი$), რომელიც 132 მი­ლი­ონი დოლარის გადარიცხვას გეგმავს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარები­სთვის. ბილ გეიტსი (103 მილიარდი $) მესამე ადგილეზეა  105 მილიონიანი დახმარების პირობით. თანხები მიმართული იქნება ვაქცინის, მკურნალობის და დიაგნოსტიკის შემუშავებაზე.

დონალდ ტრამპი (2,1 მილიარდი $)  ამერიკის პირველი მილიარდერი პრეზიდენტი ასევე მოხვდა ქველმოქმედების სიაში. მან 100 000$ (ხელფასის მეოთხედი) აშშ-ს ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის სამინისტროს გადაურიცხა. ეს ჩეკი მისი ქონების 0,005% შეადგენს, რომელიც 16 აპრილისთვის 2,1მილიარდ $ არის შეფასებული.

ოკლახომელმა მილიარდერმა კორჯ კაიზერმა (5,7 მილიარდი $), რომელმაც 10 მილიონიანი გადარიცხვის ვალდებულება აიღო, ტრამპი მოკრძალებული შესაწირისთვის კი არ გააკრიტიკა, არამედ მისი ადმინისტრაციის ქმედებისთვის.  „სამწუხაროა, რომ კერ­ძო ქველმოქმედები იძულებული არიან სოციალური დაცვის მთავრი სისტემის, მათ შორის ლოგის­ტიკის და მომარაგების მენეჯერის როლიც კი  აიღოს საკუთარ თავზე, რადგან სახემწიფო ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს“ - განაცხადა კაიზერმა.

მილიარდერების სრული სია რომლებმაც გაამხილეს გადარიცხული თანხები გამოქვეყნდა  Forbes USA საიტზე. Forbes Russia-მ მათგან ყველაზე ცნობილები შეარჩია. სიაში მითითებულია თუ რა მიზენბისთვის გამოიყო თანხები და საკუთარი ქონების რა ნაწილის გაიღებენ ისინი.

ჩამონათვალში არ შევიდა 30 მილიარდერზე მეტი, მათ შორის რალფ ლორენი (5,6 მილიარდი $) და მუკეშ ამბანი (42,7 მილიარდი $) რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლაში მონაწილე კომპანიებს ფლობენ ან საკუთარი ბიზნესს ამ მძიმე დღეების  გადატანაში პირადი სახსრების დაეხმარება.

 

 

 

 

 

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way