USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასის" განცხადება - თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  493

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის ქუჩის 360 კილომეტრის, ქინძმარაულის, იუმაშევის, ადამიას, თოიძის, ლორთქიფანიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო  მეურნეობის, ასათიანის, დელისის, ზემო დელისის, ზალდასტანიშვილების, ონიაშვილის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხრანის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვანათის და ღრმაღელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის და ილორის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, 9 აპრილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ათონელის, გერცენის, ჯორჯიაშვილის, ფხოვის, აბაშიძის, პუშკინის და ხაზინის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, IV მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, დავითაიას, უტიაშვილის, მუსხელიშვილის, სულაქველიძის, კვაჭანტირაძის, ალუბლების და მშველიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის