USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
თბილისში ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა
дата:  1024
,,ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის არენა. ინფრასტრუქტურა, რომელიც აქამდე დედაქალაქს არ ჰქონდა დღეს დასრულდა. პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა მოთხოვნა, როგორც პარამეტრების, ისე საინჟინრო და უსაფრთხოების მიმართულებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნებს, გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტის სახეობის საჭირო ყველა სივრცე. რამდენიმე დღეში ყინულის არენაში უკვე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომელიც კიდევ ერთხელ არის თბილისის ახალი ყინულის არენის მაღალი სტანდარტის და ხარისხის აღიარება“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის გახსნის შემდეგ განაცხადა.
 
უმაღლესი დონის თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო 60 მეტრი 30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასავენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი.
475660078_1011948304291492_1244358393405929188_n
 
ყინულის არენა მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.
სპორტული კომპლექსი აღიჭურვა ყინულის მოედნის მოსავლელი და საპრიალებელი ორი ერთეული მანქანა-დანადგარით. იატაკის სპეციალიზებული იზოლირებული საფარის საშუალებით ყინულის გადნობის გარეშე, მოედანი მოემსახურება საზაფხულო სპორტის სახეობებსა და სხვა სახის ღონისძიებებსაც (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ხელბურთი და ა.შ).
 
ყინულის არენის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნილოგიებით აღჭურვა და მონტაჟი უზრუნველყო ჩეხურმა კომპანიამ
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განახორციელა, მისმა ღირებულებამ 29.2 მილიონი ლარი შეადგინა.
 
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველო თებერვალში თბილისში ბაკურიანსა და ბათუმში უმასპინძლებს, ახალგაზრდული ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობაც დაასრულა,
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати