USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
BMG: თბილისის კიდევ ერთი რაიონი „ნატბეური“ – €500 მლნ-იანი Gino Green City-ს პროექტი ახალი სახელით განხორციელდება
Date:  364

Gino Green City-ს €500 მილიონი პროექტი, რომლის იდეაც 2015 წლიდან გაჩნდა, ახალი სახელით განხორციელდება და თბილისის კიდევ ერთ რაიონად ფორმირდება. „ნატბეური“ ასეთია მასშტაბური საინვესტიციო პროექტის სახელწოდება, რომელსაც „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოს განვითარების ფონდთან და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის შესახებ „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. იმის მიუხედავად, რომ სლოვაკურ-ქართული ჰოლდინგი პროექტზე თითქმის 10 წელია მუშაობს, ნოდარ გიორგაძეს სჯერა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება, პროექტის სანებართვო და სამშენებლო სამუშაოები კი 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

„Gino Green City-ს პროექტი კიდევ ერთი მარგალიტია, რომლის შექმნაც საქართველოში შეგვიძლია. ეს კეთდება საქართველოს განვითარების ფონდთან და ქალაქის მერიასთან ერთად. სულ რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე კიდევ ერთი გასაუბრება იყო და პარამეტრების შეჯერება მოხდა. ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის მასალების უკვე ატვირთული გვაქვს და მჯერა, რომ ამ წლის ბოლომდე გრგ დამტკიცდება. ვფიქრობ, ამ პროექტზე სანებართვო და მშენებლობის საკითხებზე მომავალი წლის გაზაფხულიდან გადავალთ, ასე რომ თბილისელებს კიდევ ერთი ულამაზესი პროექტი ელოდება - თანამედროვე XXI საუკუნის სტანდარტების შესაბამისად.

ეს პროექტი მოიცავს ჩვენი ბულვარის ტერიტორიიდან ლოტკინამდე, ნაძალადევამდე და თემქამდე არსებული სივრცეების განვითარებას, რაც დაახლოებით 35 000 მცხოვრებელზე გათვლილი რაიონი“, - ამბობს ნოდარ გიორგაძე და იქვე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა პროექტის სახელის ცვლილება: „ამ პროექტს ადრე Gino Green City ერქვა, კვლევები რომ ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილს ისტორიულად ერქვა ნატბეური და ამ პროექტს სახელი შევუცვალეთ. ამ პროექტს ერქმევა ნატბეურის რაიონი“.

პროექტის განხორციელების ვადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ინვესტორი ამბობს, რომ პროექტის დასრულება მომავალ 10 წელიწადში სურს.

„ძალიან მინდა, რომ ეს პროექტი მომავალ წელს დავიწყოთ. ამ პროექტზე 2015 წლიდან ვმუშაობთ, 10 წელი გავიდა უკვე და ახლა მივადექით გრგ-ს დამტკიცებას. ამ პროექტის დასრულება უახლოესი 10 წლის განმავლობაში მინდა. მთავარი იყოს გრგ, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი სივრცეები, სკოლა, ბაღი, პოლიკლინიკა - ყველაფერი გათვლილი იქნება თანამედროვე სტანდარტებზე“, - განაცხადა „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა.

 წყარო: https://bm.ge/

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way