USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
თამარ ჩუგოშვილი: 20 ივნისთან დაკავშირებით აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 „ნაციონალს“
дата:  1072

"20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 “ნაციონალს”,- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. დეპუტატის თქმით, საზოგადოებას საკმაოდ მტკივნეულად ახსოვს 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და ხელისუფლებას ნიშნის მოგებით სასაუბრო არ აქვს.

"20 ივნისზე ხელისუფლების მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი არის შეცდომა, რადგან ნიშნის მოგებით სასაუბრო ხელისუფლებას არ აქვს. ერთია 20 ივნისის მოვლენების სიმძიმე და მეორეა- ჩადენილი დანაშაულები, გადაცდომები პოლიციის მხრიდან, რომელთა სათანადო გამოძიებაც უნდა მომხდარიყო და დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. ამიტომ 20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 „ნაციონალს“, ამას ისმენს მთელი საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ საკმაოდ მტკივნეულად ახსოვთ 20 ივნისის მოვლენები. პირიქით, სჯობს ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე, ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდა ამ პროცესში და ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ვისი დანაშაულიც იყო სამართლებრივად, მათ პასუხისმგებლობაზე ვიფიქროთ და იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სამომავლოდ ასეთი პრობლემები,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „200 "ნაციონალის" შეკრება პრობლემა არ არის არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით". მისივე თქმით, ისინი ალბათ, გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ და "თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ ".

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати