USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
სულთან მეჰმედ მეორის არმადის განადგურება სამეგრელოს მთავარ შამადავლე დადიანის მიერ
дата:  1004

ვენეციის რესპუბლიკის არქივში გადავაწყდი კიდევ ერთ ცნობას ჩვენი საზღვაო ისტორიის შესახებ, ძნელად წარმოსადგენი სათაური აქვს და ტექსტის სრულად ამოკითხვამდე მეგონა მხატვრული თხრობა იყო.

1470-ან წლებში სულთან მეჰმედ მეორის არმადის განადგურება სამეგრელოს მთავარ შამადავლე დადიანის მიერ, რომელიც ამავე დროს
გურიელი და სვანთა ერისთავიც იყო.
კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მეჰმედ მეორის ფლოტი სამეგრელოს დედაქალაქ სოხუმს დაესხა თავს და ქალაქი გადაწვა, სამეგრელოს სამთავროს პასუხი მეჰმედის საზღვაო თავდასხმებზე აქამდე უცნობი იყო, მაგრამ ხსენებული ვენეციური დოკუმენტი 1470-ან წლებში სამეგრელოს დიდ საზღვაო გამარჯვებაზე ყვება.
მეჰმეთის უძლიერეს ოსმალურ ფლოტთან ბრძოლა როდოსელი ჰოსპიტალიერებისა და ვენეციელების ფლოტებსაც უჭირდა, რა თქმა უნდა, სამეგრელოს ფლოტს მასთან ჩვეულებრივ პირობებში დაპირისპირების ძალა არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა რომ შამადავლე დადიან-გურიელ-სვანთა ერისთავი აკონტროლებდა საკმაოდ დიდ საზღვაო პერიმეტრს აჭარიდან აფხაზეთამდე და ფლობდა საზღვაო ქალაქებს - ბათუმს, ფასოს და სოხუმს, ასევე მრავალ პორტს და სანაოსნო მდინარეებს.

წყარო საუბრობს ხრიკზე, რომელიც მეგრელებმა გამოიყენეს, ოსმალურ არმადას მათ საშუალება მისცეს მეგრელი ,,ტყვეების" აყვანის, წყაროს თანახმად, ეს ორი ათასი მეგრელი განზრახ ჩაბარდა თურქებს, რის შემდეგაც შამადავლეს მოკრძალებულმა საზღვაო ძალებმა თურქებს შეუტიეს, ამ დროს ოსმალთა ხომალდებზე გააქტიურდნენ დატყვევებული მეგრელები, თურქები ორცეცხლშუა აღმოჩნდნენ, რომელთაგანაც ერთი მათ შუაგულში იყო, ვენეციელი ავტორის ცნობით, მეგრელებმა მეჰმეთის არმადა მთლიანად გადაწვეს და ჩაძირეს, ამგვარად, სამეგრელოს ძლიერმა მთავარმა შამადავლემ მნიშვნელოვანი საზღვაო გამარჯვება მოიპოვა ძლიერების ზენიტში მყოფ ოსმალურ ფლოტზე, არსებობს რამდენიმე მინიშნება, რომ მეგრელები მეჰმეთის წინააღმდეგ თანამშრომლობდნენ როდოსის ჰოსპიტალიერთა გროსმაისტერთან და ვენეციელთა ფლოტთან.

მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

Тбилиси
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати