USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
თბილისი
«Asia Times» (ჩინეთი//ჰონკონგი): „ჯო ბაიდენის ახალი პოლიტიკა უკრაინის მიმართ“
თარიღი:  

ჰონკონგის (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის) გაზეთმა „ეიჟე თაიმსმა“ (Asia Times) 5 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჯო ბაიდენის ახალი პოლიტიკა უკრაინის მიმართ“ (ავტორი - სტივენ ბრიანი), რომელშიც განხილულია ცვლილებები აშშ-ის უკრაინულ პოლიტიკაში, ქვეყნის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის მიმოხილვას:

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საკმაო ხნით გაგრძელდებოდა, ვთქვათ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მაგრამ ამ გეგმებს ასრულება არ უწერია, თუ რუსეთი მასშტაბურ შეტევას დაიწყებს. სწორედ ამიტომ თეთრი სახლი ახალი პოლიტიკის შემუშავებას იწყებს. ვაშინგტონის გააქტიურება განაპირობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განზრახვამ საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის როტაციას, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით“, - ნათქვამია სტატიაში

როგორ უყურებს აშშ უკრაინის პრეზიდენტის მცდელობას ვალერი ზალუჟნის მიმართ? როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სელივანმა განაცხადა, ამ საკითხში კიევს ვაშინგტონთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა აშშ არ აპირებს საკადრო გადაწყვეტილებებში ჩარევას. „პრეზიდენტს უფლება აქვს საკადრო საკითხები სხვებისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ საქმეში არ ჩავერევით“, - ხაზი გაუსვა მრჩეველმა 4 თებერვალს ტელეარხ „სი-ბი-ეს“-ის გადაცემაში „ერის წინაშე“.

მაგრამ არ გასულა რამდენიმე საათი ამ განცხადებიდან, რომ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ჩავიდა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი აშშ-ის პოლიტიკის გატარებაზე ნატოს ქვეყნებთან და უკრაინასთან. ვიზიტი იმდენად ნაცქარევად იყო მომზადებული, რომ პრესასთან ბრიფინგი მან ფეხზე მდგომმა ჩაატარა, ორიოდე მიკროფონით და მაგიდასთან სკამიც კი არ იდგა.

რაშია საქმე? Asia Times დარწმუნებულია, რომ თეთრმა სახლმა ვიქტორია ნულანდი კიევში იმ შემთხვევისათვის გაგზავნა, ვაითუ საქმე „ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა“. ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი არ გადადგას, ვთქვათ, თავისი ერთგული არმიის ნაწილები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოიყენოს

ჯერ-ჯერობით კიევში სიმშვიდეა, არმიის სარდალს რაიმე მოქმედება არ გაუმჟღავნებია. Asia Times ვარაუდობს, რომ ვიქტორია ნულანდი სწორედ მასთან საუბრისთვის ჩავიდა კიევში და არა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახევდრად. ამერიკელ დიპლომატის მიზანია გენერალი დაამშვიდოს და დელიკატურად დაარწმუნოს წესიერად მოქცევაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ჯერ-ჯერობით რაიმე საჯარო განცხადება არ გაკეთებულა რაიმე შეხვედრა-მოლაპარაკებაზე. ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს როგორც კიევი, ასევე ვაშინგტონიც. „თეთრი სახლის განცხადება, რომ პრობლემა შიდა უკრაინულია და ამიტომ მასში ამერიკა არ ჩაერევაო, სრული აბსურდია - იმიტომ, რომ სწორედ ამერიკა მანიპულირებდა უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წლამდეც, როცა ვიქტორია ნულანდი, მუშაობდა რა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ, 2013 წელს ხშირად ჩადიოდა კიევში და „მაიდანშიც“ იღებდა მონაწილეობას.

„საერთოდ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ვალერი ზალუჟნის პოსტიდან მოხსნა გასაკვირი არ უნდა იყოს. ვიღაცა ხომ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი კონტრშეტევის ჩაშლაზე და მილიარდობით დოლარის უშედეგო ხარჯვაზე? ჰოდა, საჭირო გახდა ე.წ. „განტევების ვაცის“ პოვნა და მისი წარმოჩენა უკრაინელი ხალხის წინაშე. ყველასათვის ცნობილია, თუ რა სიტუაციაა შექმნილი დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში უკრაინისათვის დახმარების გაწევის საკითხში. სრულიად ლოგიკურია, რომ დასავლეთის ყოყმანის გამო უკრაინისათვის ფრონტზე არსებული სიტუაცია უარესდება - იგრძნობა საბრძოლო მასალების მწვავე უკმარისობა, ჯარს ცოცხალი ძალა აკლია, მობილიზაციის კანონის მიღება კი „ბუქსაობს“. თავის მხრივ, რუსეთის არმია კი გააქტიურებულია, მაგალითად, ავდეევკის მიმართულებით, რომლის დაკავების შემდეგ კრემლი თავის მზერას ისევ კიევს მიაპყრობს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპებს არღვევს, მასმედიის უფლებებს გადაჭარბებულად ზღუდავს და ამ ყველაფერს საომარი მდგომარეობით ამართლებს. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება იმ უბრალო მიზეზის გამო მანამ, სანამ ამის ნებას ვაშინგტონი არ მისცემს: თეთრი სახლის „დემოკრატიული პარტიისაგან“ დაკომპლექტებული ადმინისტრაციისათვის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე თანხმობა ხომ ნატოს პოტენციურ მარცხად და აშშ-ის ძლიერების სისუსტედ აღიქმება.

თუ რუსების შეტევა წარმატებულად განვითარდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას „ჯვარი დაესმება“. ისმის ხმები, რომ უკრაინის ხელისუფლება ევაკუირებული იქნება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ლვოვში, პოლონეთის საზღვართან ახლოს.

პოლონელებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებით ლვოვის ოლქი „გადაფარონ“. რატომ დაიწყო ვარშავამ ასეთი ლაპარაკი? მიზეზი იმაში იმალება, რომ პოლონეთს, ვითომდა რუსების შეკავების მიზნით, გეგმაში აქვს უკრაინაში პოლონური ბრიგადების გაგზავნა, ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებითან ერთად. დიდი ბრიტანეთში უკვე აცხადებენ, რომ აუცილებელია უკრაინაში სპეციალური რაზმის ან ე.წ. „საექსპედიციო კორპუსის“ გადასროლა. ლონდონი ამ მიზნით საზოგადოებრივ აზრს ამზადებს.

მთავრობის ევაკუაცია კიევიდან ლვოვში ამერიკას დამატებით დროს მისცემს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ორი საბოლოო ვარიანტია მოსალოდნელი: ან ომი ნატოს წევრებთან (თავისი გლობალური აპოკალიპტური შედეგით), ან თანხმობა სტატუს-ქვოზე, რასაც, პრინციპში, კრემლიც და თეთრი სახლიც მხარს დაუჭერენ.

საბოლოო ჯამში კი ამგვარი შედეგი, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამერიკელი დემოკრატებისათვის და თვით ჯო ბაიდენისათვის სტრატეგიულ კატასტროფას ნიშნავს, რასაც თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია, ავღანეთიდან გამოქცევის შემდეგ, ვეღარ გადაიტანს.

რაც სეეხება დიდი ბრიტანეთის გააქტიურების მიზეზს, Asia Times-ის ავტორის აზრით, ლონდონი ამას ვაშინგტონის ზეწოლით აკეთებს, თორემ განა ინგლისს ამის შესაძლებლობა აქვს? ბრიტანეთის არმია დაუფინანსებელია, დაუკომპლექტებელი სამხედრო სტრუქტურაა, ის პრაქტიკულად ყველაფერში დეფიციტს განიცდის.  ამგვარ სიტუაციაში მყოფი ბრიტანეთი თუ უკრაინაში საექსპედიციო კორპუსს მაინც გაგზავნის, რუსეთი მას აუცილებლად დაარტყამს. ანუ გამოდის, რომ ლონდონის ხმამაღალი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა „ფეიკური“ ინფორმაციები, ვითომდა რუსების დასაშინებლად გავრცელებული.

აშშ-ის პოლიტიკა უკრაინაში ძირითადად ეფუძნებოდა საკუთარი შესაძლებლობის გადაჭარბებულ შეფასებას, ამერიკული იარაღის ძლიერებას, აგრეთვე სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას. ბევრმა რუსეთის ისტორია არ იცის, ან იცის და განგებ ივიწყებს. გავიხსენოთ თუნდაც ნაპოლეონ ბონაპარტის დროინდელი მოვლენები, როცა რუსეთის არმიამ ომის პირველ ეტაპზე მოსკოვიც კი მტერს დაუტოვა, მაგრამ საბოლოოდ პარიზი დაიკავა. ანუ რუსეთის უკან არ დაიხევს.

ვიქტორია ნულანდმა თავის დროზე ნამდვილი კატასტროფის პროვოცირება მოახდინა ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების სრული მხარდაჭერით. დღეს იმდროინდელი კატასტროფა ისევ გრძელდება. ვაშინგტონმა ევროპაში თვითონ, თავისი პოლიტიკით შექმნა ფეთქებადსაშიში ვითარება, საიდანაც გამოსვლას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენი და მისი წარგზავნილი ვიქტორია ნულანდი იმით არიან დაკავებულები, რომ „ტიტანიკზე“ თავიანთ შეზლონგებს ადგილს უცვლიან. მაგრამ რა მოუვიდა საბოლოოდ „ტიტანიკს“?

წყარო: https://asiatimes.com/2024/02/bidens-emerging-new-ukraine-policy/

 

რეგიონი
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.