USD 2.7297
EUR 3.0480
RUB 2.9399
Tbilisi
შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტში100 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური
Date:  221

შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტში 100 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია.

ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შვეიცარიაში წარმოდგენილი იქნებიან ევროპის საბჭო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია, ევროკავშირის ყველა საკვანძო ინსტიტუტი (ევროპული საბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი). გაერო და მსოფლიო საპატრიარქო დამკვირვებლების სტატუსით იქნებიან.

„ამ სამიტის ორგანიზებით შვეიცარია უზრუნველყოფს დისკუსიის პლატფორმას, სადაც ყველა დამსწრე სახელმწიფოს შეუძლია თავისი იდეები და ხედვები წარმოადგინოს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. [...] 100 სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მონაწილეობა მთელი მსოფლიოდან ამ პროცესის კარგი საწყისი წერტილია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მშვიდობის გლობალური სამიტი შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.

 

region
ოკუპირებული ცხინვალის ადმინისტრაცია - ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, ჩვენ ისევ ვითხოვთ უსაფრთხოების სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას

სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის პოზიციას კარდინალური ცვლილებები არ განუცდია, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

„არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება და რეალობას დაშორებული რიტორიკა იმას აჩვენებს, რომ საქართველოსა და ქართველ პოლიტიკოსებს წარსული არ ათავისუფლებთ“, - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის პოზიცია უკვე მრავალი წელია გაჟღერებულია“.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა საკვანძო საკითხად რჩება. ამავე დროს, ჩვენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან გამოვდივართ, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიქმნა“, - აღნიშნავს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way