USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
შალვა პაპუაშვილი - უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება
თარიღი:  615

ვენ კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ამ ევრორეკომენდაციებს. ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენს შრომას გავწევთ და ამას მოსახლეობა დაინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსების.

მისი თქმით, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც ქართულ პოლიტიკაში დესტრუქციის შემოტანით არის დაკავებულია, ამ განზრახვაზე ხელი აიღოს.

„გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე უარყოფითი იქნება თუ დადებითი, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა იმ მხრივ არ იქნება, რომ მთავარია, დავინახოთ, რომ საქართველო, ხელისუფლება იყოს პატიოსანი თავის მიდგომებში. თუ გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, როგორც შარშან იყო უსამართლო, ესეც იქნება არამხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ უკვე ეცოდინება ევროკავშირს, რომ ამით აძლევს იარაღს საქართველოში რადიკალიზმს. ვხედავთ, რომ ჯგუფებს ამზადებენ, ხდება პროვოკაციების ტესტირება. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ამის შემადგენელი ნაწილია, ასევე, ის სემინარებიც, სადაც იარაღს ატრიალებენ და რევოლუციაზე საუბრობენ, ამის შემადგენელია. ეს არის, ასე ვთქვათ, გარკვეული გაშლილი ფრონტი, სადაც ხდება ძალადობის კულტივირება, აგრესიის დაგროვება, ჩვენება იმისთვის, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღარ იყოს გაუცხოება იარაღის მიმართ და როგორც „მოლოტოვის კოქტეილს“ დაავლო ვიღაცამ ხელი და ესროლა ადამიანს და წვავდა, ასე დაავლოს ამ იარაღს ხელი, როცა მიაჩეჩებენ, და მოკლას ადამიანი. ამისკენ მიჰყავთ ყველაფერი. ამას სჭირდება დროული რეაგირება, რადგან მერე უკვე გვიანი იქნება. მერე. როდესაც ეს „მოლოტოვის კოქტეილით“ დაზიანებული ადამიანი მხოლოდ დაზიანებით კი არ გამოვა, უარესი შედეგი დაგდება, გვიანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის. დროა, დღესვე დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება და ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული სქემები უცხოეთიდან ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების დაფინანსებისა და ამას ახლავე უნდა შეეშვას ყველა დონორი ორგანიზაცია, ვინც კი ამ პროცესშია ჩართული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის