USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
BMG: საუკუნოვანი ვალი: Google-მა 100-წლიანი ობლიგაცია გამოუშვა
თარიღი:  338

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი ვალი აიღო, რაც კომპანიას AI რბოლაში ლიდერობის შესანარჩუნებლად სჭირდება. თუმცა ამ გარიგების ყველაზე გამორჩეული ნაწილი არა ვალის მოცულობა, არამედ ის ფაქტია, რომ ობლიგაცია 100-წლიანია.

ეს არის პირველი შემთხვევა 1997 წლის შემდეგ, როდესაც ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასეთი ხანგრძლივი ვადით ისესხა ფული, აქამდე მსგავსი გადაწყვეტილება Motorola-ს ჰქონდა მიღებული.

100-წლიანი ობლიგაცია არის უკიდურესად ხანგრძლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ძირ თანხას კომპანია მხოლოდ 2126 წელს დააბრუნებს. აქამდე ასეთ ვალს მხოლოდ სახელმწიფოები ან ძალიან სტაბილური ინსტიტუტები, მაგალითად ოქსფორდის უნივერსიტეტი, იღებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან ამ ობლიგაციაზე უზარმაზარი მოთხოვნა დაფიქსირდა და შეკვეთამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბაზარი Google-ს ფაქტობრივად ურყევ ციხესიმაგრედ განიხილავს, რომელიც საუკუნის შემდეგაც იქნება გადახდისუნარიანი.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის