USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი ჩამოვიდა
дата:  283

საქართველოში,ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი  ჩამოვიდა

საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები გაიმართება.

ფილიპ რიკერი თავდაპირველად მრგვალი მაგიდა მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ადვოკატირების ჯგუფების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

დაგეგმილია შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

17:15 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართება.

დღის ბოლოს კი ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

როგორც ცნობილია ფილიპ რიკერი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.

„სახელმწიფო მდივნის მოქმედი მოადგილე რიკერი საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს, რათა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები განიხილონ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფილიპ რიკერი შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ლიდერებს და შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ პრიორიტეტებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати