USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
BMG: საქართველოში ერთ ჰა-ზე 11 ტონა ბოსტნეული მოჰყავთ - აზერბაიჯანში 31, სომხეთში კი 35 ტონა - Galt & Taggart
თარიღი:  474

Galt & Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის ინდექსი და მისი მაკროეკონომიკური ანალიზი წარადგინა. ინდექსის თანახმად, დარგის გამოწვევას წარმოადგენს ფერმერული მეურნეობების მცირე ზომა, რაც თავის მხრივ პროდუქტიულობის და ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოში ერთ ჰექტარზე მოსავლიანობის მაჩვენებელი როგორც ბოსტნეულის, ასევე ხილის და მარცვლოვანი კულტურების შემთხვევაში რეგიონის ქვეყნების შედეგებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.

"დაბალი კორპორატიზაცია, ცოდნის ნაკლებობა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა საქართველოში მოსავლიანობის შედარებით დაბალ დონეს განაპირობებს,"- ნათქვამია მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტების (ნედლეულის) წარმოება ძირითადად კონცენტრირებულია შინამეურნეობებზე, ხოლო ბიზნესის წილი მხოლოდ 13%-ს შეადგენს. შესაბამისად ამ მხრივ კორპორატიზაციის მაჩვენებელი დაბალია. ამასთან, ქვეყანაში საშინამეურნეო ფერმების ფართობები 73%-ში ნაკლებია ერთ ჰექტარზე; 25%-ის ფართობი კი 1-5 ჰექტარის ფარგლებშია; ხოლო 5 ჰა-ზე უფრო დიდი მეურნეობების ზომა მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შედარებისთვის აზერბაიჯანში ფერმების 61% არის 1 ჰა-ზე მცირე ზომის; სომხეთში კი 60% რაც ამ ქვეყნებში ფერმერთა მხრიდან მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების საფუძველს ქმნის.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის