2024 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტს 401 ექსპორტიორი ახორციელებდა. წელს, მხოლოდ იანვარ-აპრილის პერიოდში კი - 219. საქსტატის ცნობით, ექსპორტიორების რაოდენობა მოიცავს როგორც შპს-ებს, ისე ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებს.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორთა რაოდენობა წლების მიხედვით:
2014 წელი – 1342
2015 წელი – 846
2016 წელი – 1 203
2017 წელი – 1 646
2018 წელი – 1 252
2019 წელი – 1 144
2020 წელი – 1 290
2021 წელი – 1 835
2022 წელი – 3 799
2023 წელი – 3 204
2024 წელი – 401
2025 [4 თვე] – 219.
ამასთან, როგორც BMG-ის საქსტატში განუმარტეს, 2024 და 2025 წელს ექსპორტირების რიცხვის მკვეთრი კლება, ძირითადად, ფიზიკურ პირებსა და ინდმეწარმეებზე მოდის და არა ექსპორტიორი კომპანიების შემცირებაზე.
BMG-მ საქსტატიდან იმ კომპანიების სიაც გამოითხოვა, რომლებმაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში რუსეთში ყველაზე მეტი ექსპორტი განახორციელეს.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი TOP-20 კომპანია:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს ბადაგონი;
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;
სს ლომისი;
შპს Bolero & Company;
შპს GVMT Group;
შპს ასკანელი ძმები;
შპს გორი;
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია;
შპს თეისთ ეურაზია;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს კახური;
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
შპს კბდ გრუპი;
შპს ლოადს;
შპს ნათს თაიმ;
შპს უნიონ ექსპორტი 2024;
შპს ქვლივო;
შპს შალვინო;
შპს წინანდლის ძველი მარანი;
შენიშვნა: კომპანიები რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული!
საქსტატის მონაცემებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველო-რუსეთის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი 2.6%-ით 859 მილიონ 093 ათას დოლარამდე გაიზარდა. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე ადგილი უკავია და საქართველომ 4 თვეში ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანაში საქონლის გაყიდვით, ოფიციალური მონაცემებით, 189 მილიონ 519 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
წყარო: https://bm.ge/