USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
дата:  451
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 00:00 საათიდან, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში, მთაწმინდის რაიონში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
 
ასევე, 16 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან, ოთხი დღის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გმირთა მოედნის მიმართულებით, “საქართველოს რაგბის კავშირისა” და წრიულ საავტომობილო კვანძთან ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ ზოლზე შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
 
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати