USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Тбилиси
BMG: საგარეო ვალი ერთ წელში $350 მილიონით გაიზარდა - ვისი ვალი აქვს საქართველოს
дата:  

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ნაშთის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს საგარეო ვალი 9.18 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვალის მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 350 მილიონი დოლარით გაიზარდა, რისი მთავარი მდგენელიც ევროს გამყარება იყო, იქიდან გამომდინარე რომ საგარეო ვალის 2/3-ზე მეტი სწორედ ევროში არის ნომინირებული, მისი გაცვლითი კურსის ზრდა დოლარში გამოსახულ ვალის მოცულობაზეც აისახება. ასევე კიდევ ერთი ფაქტორია ახალი საგარეო კრედიტების გაფორმება, მათ შორის უმსხვილესი სასესხო შეთანხმება საქართველომ აზიის განვითარების ბანკთან ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის ასაშენებლად გააფორმა. კრედიტის მოცულობა 360 მილიონი დოლარია და მისი ათვისება სახელმწიფოს ჯერ არ დაუწყია.

წყარო:https://bm.ge/

საგარეო ვალის სტატისტიკა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით

კრედიტორი ვალის ნაშთი 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2,461 მილიონი დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) 2,281 მილიონი დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1,182 მილიონი დოლარი;
საფრანგეთი 845 მილიონი დოლარი;
გერმანია 597 მილიონი დოლარი;
ევრობონდი 500 მილიონი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - სებ-ის ვალი 327 მილიონი დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 239 მილიონი დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 225 მილიონი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - მთავრობის ვალი 166 მილიონი დოლარი;
ევროკავშირი (EU) 154 მილიონი დოლარი;
იაპონია 115 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 37 მილიონი დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 16 მილიონი დოლარი;
ავსტრია 10 მილიონი დოლარი;
ქუვეითი 7 მილიონი დოლარი;
ამერიკის შეერთებული შტატები 4 მილიონი დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 4 მილიონი დოლარი;
мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати