USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Date:  488

მიშელ ბარნიე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, მიშელ ბარნიე, რომლის მთავრობასაც გუშინ საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას იქამდე გააგრძელებს, სანამ ემანუელ მაკრონი მის შემცვლელს არ დაასახელებს.

გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მიშელ ბარნიეს შემცვლელს მალე დაასახელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის სოციალური დაზღვევის ბიუჯეტის პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დამტკიცების გამო მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას გუშინ მხარი 331-მა ფრანგმა დეპუტატმა დაუჭირა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way