USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
NATO-ს რომელი წევრი ქვეყანა ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე?
Date:  802

ანალიტიკური პლატფორმა Statista  აქვეყნებს ანგარიშს თუ ალიანსის რომელი წევრი ქვეყანა ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტს თავად აშშ ხარჯავს. არსებული მონაცემებით მიმდინარე წელს, ქვეყნის დანახარჯები ამ მიმართულებით 811 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც ქვეყნის მშპ-ის 3.5%-ია.

მეორე ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს თავდაცვაზე, დიდი ბრიტანეთია. წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის ბოლოსთვის 73 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2.29%-ია.

ჩამონათვალში მესამე ადგილს თავდაცვაზე გაწეული ხარჯებით გერმანია იკავებს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 64,785 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს 2021 წლის ბოლოსთვის, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.53%-ს შეადგენს.

ნატოს წევრი ქვეყნების ჩამონათვალი თავდაცვაზე გაწეული ხარჯების მიხედვით:

აშშ - 811,140 მილიარდი აშშ დოლარი
დიდი ბრიტანეთი - 72,765 მილიარდი აშშ დოლარი
გერმანია - 64,785 მილიარდი აშშ დოლარი
საფრანგეთი - 58,729 მილიარდი აშშ დოლარი
იტალია- 29,763 მილიარდი აშშ დოლარი
კანადა - 26,523 მილიარდი აშშ დოლარი
ესპანეთი - 14,875 მილიარდი აშშ დოლარი
ნიდერლანდები - 14,378 მილიარდი აშშ დოლარი
პოლონეთი - 13,369 მილიარდი აშშ დოლარი
თურქეთი - 13,057 მილიარდი აშშ დოლარი
ნორვეგია - 8,292 მილიარდი შშ დოლარი
საბერძნეთი - 8,014 მილიარდი აშშ დოლარი
ბელგია- 6,503 მილიარდი აშშ დოლარი
რუმინეთი - 5,785 მილიარდი აშშ დოლარი
დანია - 5,522 მილიარდი აშშ დოლარი
ჩეხეთი - 4,013 მილიარდი აშშ დოლარი
პორტუგალია - 3,975 მილიარდი აშშ დოლარი
უნგრეთი - 2,907 მილიარდი აშშ დოლარი
სლოვაკეთი - 2,043 მილიარდი აშშ დოლარი
ხორვატია - 1,846 მილიარდი აშშ დოლარი
ლიეტუვა - 1,278 მილიარდი აშშ დოლარი
ბულგარეთი - 1,253 მილიარდი აშშ დოლარი
ლატვია - 851 მილიარდი აშშ დოლარი
ესტონეთი - 787 მილიარდი აშშ დოლარი
სლოვენია - 760 მილიარდი აშშ დოლარი
ლუქსემბურგი - 474 მილიარდი აშშ დოლარი
ალბანეთი - 239 მილიარდი აშშ დოლარი.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way