USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
ISSA-ს კვლევა - ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
თარიღი:  679

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, "ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ" მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 26,5%;

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10,8%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 8,6%;

„ძლიერი საქართველო“ – 7,4%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 6,4%;

გირჩი - 1,1%;

არ მივცემდი ხმას - 7,4%;

ცარიელს დავტოვებდი - 1,7%;

სხვა პარტიები - 3,8%;

არ ვიცი - 16,9%;

მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.

თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:

„ქართული ოცნება“ - თბილისი - 16,7%; რეგიონი 30,6%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 13,7%; რეგიონი 9,7%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 6,9%; რეგიონი 9,4%;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 7,3%; რეგიონი 7,5%;

„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 10,3%; რეგიონი 4,8%;

„გირჩი“ - თბილისი - 2,7%; რეგიონი 0,4%.

სხვა პარტიები - თბილისი - 4,7%; რეგიონი 3,5%;

არ ვიცი - თბილისი - 18,7%; რეგიონი 16,1%;

მირჩევნია არ ვუპასუხო - თბილისი - 6,2%; რეგიონი 10,6%;

„ოპოზიციური პარტიები 5%-იან ბარიერს ლახავენ შემდეგი თანმიმდევრობით: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „ძლიერი საქართველო“ ; „გახარია საქართველოსთვის“.

კვლევის თანახმად, თბილისში ეს თანამიმდევრობა გარკვეულწილად იცვლება: „გახარია - საქართველოსთვის“ გადაინაცვლებს მეორე ადგილზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შემდეგ.

რეგიონებში „კოალიცია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი თითქმის იდენტურია. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური „წონა“ კი რამდენადმე სუსტდება. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაცილებით მაღალია რეგიონებში (31%), ვიდრე თბილისში (17%)“, - ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ალოკაციის შედეგად, პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები იმეორებს ალოკაციის გარეშე გამოვლენილ ტენდენციებს.

კერძოდ, კითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს ადგილობრივი არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ? (ალოკაცია), პასუხების შედეგები ასეთია:

საქართველოს მასშტაბით:

„ქართული ოცნება“ - 35,2%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 16,9%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 14,6%;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - 13,4%;

„გახარია საქართველოსთვის“ - 12,4%;

„გირჩი“ - 2,3;

სხვა პარტიები - 5,1.

თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია. კერძოდ:

„ქართული ოცნება“ - თბილისი - 24,6%; რეგიონი 39,7%;

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 20,6%; რეგიონი 15,4%;

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 13,9%; რეგიონი 15,0%;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 14,2%; რეგიონი 13,1%;

„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 17,2%; რეგიონი 10,4%;

„გირჩი“ - თბილისი - 3,7%; რეგიონი 1,7%

სხვა პარტიები - თბილისი - 5,8%; რეგიონი 4,9%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის