USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
"BM.GE": რუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება - მიზეზები
თარიღი:  695

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, რუსული ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება და ორწლიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 42%-ს აღწევს. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 105 რუბლს აღწევს, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ანტირეკორდია.

რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ტრამპის გამარჯვებასთან, რომელიც აანონსებს, რომ გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს, რაც, თავის მხრივ, რუბლის გაცვლით კურსზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას.

ამასთან, რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, რაც, უწყების შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალური ბანკის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში კაპიტალის გაძვირებას, ინვესტიციების შემცირებას, ბიზნესის შეზღუდვას, სამუშაო ადგილების შემცირებას და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური აქტივობის გაუარესებას იწვევს.

ზემოხსენებულ მიზეზებთან ერთად, მოსკოვში კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ - ეს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც ტექნიკური ცოდნა და განათლებაა საჭირო. თავად ამ მოცემულობას კი ის განაპირობებს, რომ ბევრმა რუსმა ახალგაზრდამ ქვეყანა დატოვა, რათა ჯარში გაწვევისათვის თავი აერიდებინა, ამან კი სამუშაო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია.

მორიგ პრობლემად ცენტრალურ ბანკში უცხოური ინვესტიციების შემცირებას ასახელებენ. გასაგები მიზეზების გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთში FDI-ის დაბანდება ფაქტობრივად შეწყვიტეს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის