USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ „მოიშინაურა“ და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა“
дата:  794

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „როგორ „მოიშინაურა“ და დააშინა პრესა ილჰამ ალიევმა“ (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ მოსწონს, როცა ჟურნალისტები უცხოეთიდან ფულს იღებენ, მაგრამ როცა ორი ათეული წლის განმავლობაში ადგილობრივი აზერბაიჯანული დამოუკიდებელი პრესა აუტანელ ვითარებაში იმყოფებოდა, ჟურნალისტები იძულებულნი გახდნენ სპონსორები საზღვარგარეთ, ევროპაში ეძებონ. სამწუხაროდ, ახლა უკვე ეს წყაროც დაშრა - უცხოეთიდან ფულის მიღება უკანონო გახდა, ათობით ჟურნალისტი კი დააპატიმრეს. თვითონ განსაჯეთ: ამჟამად აზერბაიჯანში 300-მდე პოლიტპატიმარია, ანუ იმდენი, რამდენიც ილჰამ ალიევის მმართველობის დროს არასოდეს არ ყოფილა.

პატიმრებს შორის არიან როგორც ჟურნალისტბი, ასევე უფლებადამცველები, პარტიული აქტივისტები და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებიც.

როცა ახლახან, ნოემბერში, ბაქოში გაეროს კლიმატური სამიტი გაიმართა, ზოგიერთებს ეგონათ, რომ უცხოელი სტუმრების  ყოფნა და აზერბაიჯანის სურვილი, რომ მსოფლიოსათვის თავისი დემოკრატიულობა ეჩვენებინა, გამოიწვევდა იმას, რომ პრეზიდენტი ციხიდან ათობით ჟურნალისტს გამოუშვებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. სხვები ამბობდნენ, რომ სამიტის დასრულების შემდეგ დაჭერა-დაპატიმრებები გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, მათი ნათქვამი გამართლდა...

„უცხოელი აგენტები“ აზერბაიჯანულად...

ჯერ კიდევ 2014 წელს, შემდეგ კი 2022 წელს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც სერიოზულად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.

2014 წლის კანონის „უცხოური გრანტების შესახებ“ თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებულიყვნენ. იმ ხანებში აზერბაიჯანის 50-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ დატოვა.

2022 წლის კანონმა ბევრ ჟურნალისტებს საერთოდ აუკრძალა უცხოეთიდან ფულის მიღება და ვინც იღებდა, დაავალდებულა ისინი რეგისტრაცია გაევლოთ ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ნასამართლევები არ ყოფილიყვნენ და სახელმწიფოსათვის უამრავი პირადი ხასიათის მონაცემი მიეწოდებინათ. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ამ კანონით ფაქტიურად ჟურნალისტები სახელმწიფო ჩინოვნიკებთან არიან გათანაბრებულები.

როგორ „ასწავლიან“ პრესას „სამშობლოს სიყვარულს“...

„როცა დამიჭირეს, პოლიციის განყოფილებაში მკითხეს - რატომ არ წერ ყარაბაღზე და რატომ წერ კორუფციის შესახებ?“, - ამბობს ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი ულვი ჰასანლი, ერთ-ერთი აზერბაიჯანული მასობრივი მედისაშუალების ხელმძღვანელი. ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისათვის  ერთ-ერთ ნებადართულ თემას წარმოადგენს, სტატიებს ძირითადად აზერბაიჯანისა და მისი პრეზიდენტის სადიდებელი ხასიათი აქვთ. ასეთ ჟურნალისტებს ხელისუფლება პრემიას და საცხოვრებელ ბინებს აძლევს.

დანარჩენი დამოუკიდებელი ჟურნალისტებს ხშირად უწევთ საყვედურების მოსმენა „ზემოდან“, რომ ისინი უცხოეთზე მუშაობენ და უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან. მაგრამ როცა ხელისუფლება ზღუდავს, თუ ისინი „პარტიულ ხაზს“ არ დაიცავენ, რა უნდა ქნან ამ დროს იმ ჟურნალისტებმა? მათ არჩევანი აღარ რჩებათ.

უკვე მრავალი წელია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მასმედიას შემოსავლების წყაროს ართმევს, პრესის გავრცელების ინდუსტრია მონოპოლიზებული აქვს და არასაიმედო მასმედიის საშუალებებში მსხვილ კომპანიებს რეკლამირებას უკრძალავს. სხვათა შორის, ბევრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეზობელ საქართველოშია დასაქმებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია სიტყვის თავისუფლებაო, მაგრამ ბაქოს დეკლრაციებს ცოტა თუ ვინმე უჯერებს. ოფიციალურად, ამჟამად აზერბაიჯანში 5 ათასამდე მასობრივი ინფორმაციის საშუალება მუშაობს, მათგან 25 ტელეკომპანიაა, ხოლო 16 - რადიოსადგური. ხელისუფლებას ხშირად ასახელებს ამ ციფრს და ამით სურს იმის დამტკიცება, რომ აზერბაიჯანში პლურალისტური საზოგადოებაა, მაგრამ ეს რეალურად ასე არ არის. მართალია, პოპულარული ტელეარხების უმრავლესობა კერძოა, მაგრამ მათ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი და მთავრობასთან ახლოს მდგომი პიროვნებები აკონტროლებენ - ისინი ძალიან ხშირად ყოფილი ჩინოვნიკები არიან. მაგალითად, ტელეარხ ARB-ს ხელმძღვანელობს ისმეთ სატაროვი, რომელიც მანამდე ჰეიდარ ალიევის ფონდში მუშაობდა, უფრო ადრე კი ტელე- და რადიომაუწყებლობის საბჭოში, რომლის უფლებებში მაუწყებლებისათვის ლიცენზიების გაცემა შედის.

აზერბაიჯანული ტელევიზიების ჩვეულებრივი ეთერია მუსიკალური გადაცემები და თოქ-შოეუები და თუ პოლიტიკაზე რაღაცას მაინც ლაპარაკობენ, ეს ხდება ტრადიციული კლიშეებით, ვთქვათ, „მეგობარი თურქეთი“ და „მტერი სომხეთი“.

აზერბაიჯანში ყველას ახსოვს ჟურნალისტი ჰაჯიჯა ისმაილოვა, რომელმაც ათი წლის წინ თავისი გამოკვლევით ყველას გააცნო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განყოფილების იმდროინდელ გამგეს ალი ჰასანოვს თურმე მთელი მედიაიმპერია ჰქონდა და მოვლენების მანიპულირებას ახდენდა. ჰაჯიჯას დევნა დაუწყეს, უთვალთვალებდნენ, გამოაქვეყნეს პირადი ხასიათის ვიდეოკადრები, მაგრამ რადგანაც ვერ გააჩუმეს, გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს და კოლონიაში ჩასვეს.

„მამა ალიევი უფრო ძლიერი იყო...“

როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ამბობენ, მე-2- საუკუნის დასასრულს და 21-ე საუკუნის დამდეგს (2000-იანი წლების დასაწყისში), როცა ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი  - ამჯამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მამა იყო, საინფორმაციო სივრცეში შედარებით პოზიტიური სიტუაცია იყო და პრესა-ტელევიზია უფრო შავისუფლად სუნთქავდა“.

იმ დროს ადგილობრივ რადიოსიხშირეებზე მუშაობდა „ბიბისის“ აზერბაიჯანული სამსახური და ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლების“ ბაქოს ბიურო - ისევე როგორც ახლა საქართველოშია. იბეჭდებოდნენ დამოუკიდებელი გაზეთები, მუშაობდა დამოუკიდებელი ტელეარხები, მაგალითად ტელეკომპანია ANS-ის ეთერში ხშირად გადიოდა მწვავე მასალები. მოსახლეობაში გავრცელებული იყო ასეთი ფრაზა: „იცოდე, ახლავე ANS-ს დავურეკავ“.

და მართლაც, 2002 წელს აზერბაიჯანს პრესის თავისუფლების ინდექსში, საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებსგარეშეს“ მონაცემებით, 101-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული (მთელი 20 პუნქტით წინ იყო რუსეთზე), დღეს კი 164-ე ადგილზეა - ყველაზე დაბალზე, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თვით რუსეთთან შედარებითაც კი.

იმიტომ, რომ ჰეიდარ ალიევი ავტორიტეტული პოლიტიკოსი იყო, რომელსაც დიდი სახელისუფლო გამოცდილება და გზა ჰქონდა გავლილი. მას პასუხისმგებლობა გააჩნდა და იცოდა სიტყვისა და საქმის ფასი. „ილჰამ ალიევი კი გამზადებულზე მივიდა და დაჯდა“, - ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი. ჰეიდარ ალიევის მმართველობის პერიოდში არ მომხდარა არცერთი ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობა, მაგრამ როგორც კი აზერბაიჯანის პრეზიდენტი მისი შვილი ილჰამი გახდა, პოპულარული პოლიტიკური ჟურნალის რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი მოკლეს, საქმე დღემდე გაუხსნელია.

„ილჰამი უფრო დაუნდობელია პრესის მიმართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას მკაცრი ხასიათი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის სუსტია როგორც ადამიანი და პოლიტიკოსი. ამ მხრივ მამამისი ჰეიდარი ბევრად ძლიერი იყო“, - ამბობს რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ყოფილი რედაქტორი ჩინგიზ სულთანსოი.

„იცოდეთ, უცხოეთშიც მოგწვდებით...“

ბევრმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა პროფესია შეიცვალა, ბევრი კი ქვეყნიდან არის გაქცეული ევროპაში და იქაურ გამოცემებში მუშაობენ. მაგრამ ისინიც კი, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები, თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

თავის დროზე საკმაოდ გახმაურდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც იძულებული გახდა აზერბაიჯანიდან საქართველოში წასულიყო, მაგრამ 2017 წელს იგი გაიტაცეს, აზერბაიჯანში დააბრუნეს და ციხეში ჩასვეს. ამჟამად იგი თავისუფალია, რადგან აზერბაიჯანზე საერთაშორისო სამართლებრივი ზეწოლა მოხდა, თუმცა მისი საქმე ჯერაც არ არის ბოლომდე გამოძიებული.

იმავე საქართველოში ოთხი თვეა დაპატიმრებულია აფგან მუხთარლის კოლეგა და სეხნია აფგან სადიღოვი, რომელიც აზერბაიჯანში დეპორტაციას ელოდება: აზერბაიჯანელი სამართალდამცველები მას თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის გამო, გაუარესებულია და ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c4glv2zy0dlo

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати