USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „რატომ შეცვალა ვიქტორ ორბანმა თავისი პოზიცია უკრაინისადმი დახმარების მიმართ“
თარიღი:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსელენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ შეცვალა ვიქტორ ორბანმა თავისი პოზიცია უკრაინისადმი დახმარების მიმართ“ (ავტორი - ნიკ ტორპი, „ბი-ბი-სის“ ბუდაპეშტელი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

როგორც ცნობილია, გასული თვის ბოლოს უნგრეთმა, ევროსაბჭოს სამიტზე,  ევროკავშირის განზრახვა დაბლოკა, რომელიც უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა, მაგრამ პირველ თებერვალს გამართულ სამიტზე დახმარებას მხარი დაუჭირა.

რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ ვიქტორ ორბანი, რომელზეც ევროპელი ლიდერების უძლიერესი ზეწოლა განხორციელდა, მიხვდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა იმ ბრძოლაში, რომელიც  უკრაინისათვის დახმარების გამოყოფა წარმოადგენდა.

რასაკვირველია, როცა ლიდერი ჯერ მტკიცე უარს აცხადებს, ორიოდე დღის შემდეგ სწრაფად იხევს უკან და თანხმდება, ასეთი მოქმედება მის რეპუტაციას ზიანს აყენებს. ეს ყველაფერი ვიქტორ ორბანმა კარგად იცის და ამიტომ ისე გააკეთა, რომ სამშობლოში თავისი მომხრეების თვალში სახელი არ გასტეხოდა.

უნგრეთის პრემიერმა, სამიტის დაწყებამდე, ბრიუსელის ქუჩებში გაიარა და ფერმერების საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო ანუ „ხალხთან ახლოს დადგა“. ეს იყო სიგნალი უნგრელი და ევროპის სხვა ქვეყნების ამომრჩევლებისათვის იმისა, რომ ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებში როგორი მრწამსის პოლიტიკოსები უნდა იქნენ არჩეულნი. ეს იყო მინიშნება იმისა, რომ ბრიუსელის პოლიტიკა ცვლილებები ჭირდება და ის ბიუროკრატები, რომლებიც უკრაინას განუსაზღვრელი რაოდენობით აძლევენ ფულს და ამ დროს საკუთარი ფერმერების მძიმე მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევენ, არ ცდილობენ მათთვის სუბსიდიების გამოყოფას საწვავისა და სხვა მასალების გაძვირების გამო და ფულს კიევში გზავნიან, ისინი [ბიუროკრატები] პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ.

მოკლედ, ვიქტორ ორბანმა ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ უფრო მასშტაბურ ბრძოლაში გაიმარჯვებს და ევროკავშირს შიგნიდან შეცვლის - საარჩევნო ურნების მეშვეობით. [თუ ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანის მსგავსი ულტრამემარჯვენეები მოვლენ, მაშინ პარლამენტის დადგენილებები გარკვეულწილად სავალდებულო იქნება შესასრულებლად ევროკომისიისათვის და ევროსაბჭოსათვის].

წყარო: https://www.bbc.com/russian/live/news-67845109

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის