USD 2.6938
EUR 3.1652
RUB 3.5959
Tbilisi
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“: ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოსვლას მოუწოდებს“
Date:  

 „ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ  ფულის შეგროვების მიზნით გამართული ღონისძიებების ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორს წარმოადგენს, მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო რბოლიდან გამოსვლა ურჩია, რის შესახებაც მსახიობმა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია გამოაქვეყნა“, - ნათქვამია ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“: ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოსვლას მოუწოდებს“.

როგორც მსახიობი წერს, ჯო ბაიდენს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალიან ბევვრი ბრძოლა აქვს მოგებული, „მაგრამ მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“.

ჯორჯ კლუნი სტატიაში საკუთარ თავს „ერთგულ და მტკიცე“ დემოკრატს უწოდებს და საზოგადოებას ახსენებს, რომ იგი მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიისა და პირადად ჯო ბაიდენის სასარგებლოდ. მისი ტქმით, სამი კვირის წინ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე ჯო ბაიდენის გვერდით იდგა და მიხვდა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ისეთი  ადამიანი აღარ არის, როგორიც 2010 წელს ან 2020 წელს იყო.

„იმ დღეს ჯო ბაიდენი უკვე მე ისეთ ადამიანად ჩავთავალე, რომელიც მოგვიანებით, ტელედებატების დროს ყველამ დაინახა. ჩვენი [დემოკრატიული] პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმაზე ლაპარაკი, რომ 51 მილიონმა ამერიკელმა ვერ შეამჩნია ის, რაც ჩვენ დავინახეთ“, - აღნიშნავს ჯორჯ კლუნი.

მსახიობის თქმით, „ყველაფერი ასაკს უკავშირდება“. იგი დარწმუნებულია, რომ თუ დემოკრატიული პარტია ჯო ბაიდენთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას გააგრძელებს, არჩევნებს ვერ მოიგებს.

ჯორჯ კლუნის ნათქვამი გაისმა რამდენიმე საათით ადრე იმ ფონზე, როცა კონგრესის ქვედა სტრუქტურის - წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს მცირე დრო დარჩა, რათა გადაწყვიტოს - ღირს თუ არა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა სამარცხვინო ტელედებატების შემდეგ.

81 წლის ჯო ბაიდენი ძალიან ცუდად გამოვიდა დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებში, რომელშიც მან, ფაქტიურად, მარცხი განიცადა. იგი გამოიყურებოდა დაბნეულად და რიგ მომანტებში აზრი ეფანტებოდა. მოგვიანებით მან თავისი მდგომარეობა დაღლილობით ახსნა, მაგრამ ვერავინ დააჯერა.

ტელედებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის რამდენიმე სპონსორმა საჯაროდ გააკეთეს გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს, ისინი პარტიის დაფინანსებაზე უარს იტყვიან.

ორშაბათს ჯო ბაიდენი შეეცადა დაერწმუნებინა დამფინანსებელები, რომ თავს კარგად გრძნობს და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. მომდევნო დღეს ექვსი დემოკრატი კონგრესმენი განცხადებით გამოვიდნენ და თანაპარტიელ ჯო ბაიდენს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გვერდზე გადგომა. „დღეს ქვეყანას ასე ჭირდება“, - ხაზი გაუსვეს კონგრესის წევრებმა.

სხვათა შორის, ვაშინგტონში, 9 ივლისს, ნატოს სამიტის გახსნისას ჯო ბაიდენმა 13-წუთიანი გამოსვლის დროს, ტელედებატებისაგან განსხვავებით, გასაგებად და მკაფიოდ ილაპარაკა. როგორც ჩანს, ამით მან აჩვენა ოპონენეტებს, რომ იგი ნორმალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ტელესუფლიორით ისარგებლაო.

ასეა თუ ისე, ჯო ბაიდენის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება. სიტუაციას ამძაფრებს ინფორმაციის გაჟონვა: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნევროლოგი და პარკინსონის დაავადების სპეციალისტი კევინ კანარდი თეთრ სახლში თურმე რვაჯერ გამოუძახიათ ჯო ბაიდენის მდგომარეობის შესამოწმებლად.

თეთრი სახლი მუდმივად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჯო ბაიდენი ჯანმრთელია და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. თვითონ ჯო ბაიდენიც აცხადებს, რომ არცევნებში ისევ გაიმარჯვებს და „ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ უფალი არ ეტყვის, შეწყვიტეო“.

„მე ვკითხულობ და ვუსმენ ყველა იმ ისტორიებს, რომლებშიც ჩემს ასაკზე და მოხუცებულობაზე ლაპარაკობენ. განა მე მოხუცი ვიყავი, როცა 15 მილიონი სამუსაო ადგილი შევქმენი? განა მე ძალიან ასაკოვანი ვიყავი იმ დროს, როცა 5 მილიონ ამერიკელს სტუდენტობის დროს დაგროვილი ვალები ჩამოვაწერე?  განა მე მოხუცივარ იმისათვის, რომ დონალდ ტრამპზე გავიმარჯვო? - იკითხა ჯო ბაიდენმა ვისკონსინის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რაზედაც შეკრებილემა ერთხმად უპასუხეს: „არა“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cldylv5ynw4o

World
ირანი - ის ქვეყნები, რომლებსაც მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ქვეყნის სამხრეთელ მეზობლებს აფრთხილებს, რომ თუ მათ ტერიტორიას ან ობიექტებს მტერი ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენებს, ისინი „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ნავთობის წარმოებას უნდა დაემშვიდობონ“, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ირანის „სამიზნეების სია“ გაფართოვდა და ის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს, არამედ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და ბაჰრეინში, მდებარე ნავთობის მსხვილ საბადოებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც.

ირანული მედია წერს, რომ სპარსეთის ყურის ზოგიერთმა ქვეყანამ ადრე „ირანის მტრებს მათი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა“ და თუ ისინი იგივეს ახლაც გააკეთებენ, მათი „ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way