„ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ ფულის შეგროვების მიზნით გამართული ღონისძიებების ერთ-ერთ აქტიურ ორგანიზატორს წარმოადგენს, მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წინასაარჩევნო რბოლიდან გამოსვლა ურჩია, რის შესახებაც მსახიობმა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია გამოაქვეყნა“, - ნათქვამია ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“: ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოსვლას მოუწოდებს“.
როგორც მსახიობი წერს, ჯო ბაიდენს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ძალიან ბევვრი ბრძოლა აქვს მოგებული, „მაგრამ მას დროსთან ბრძოლაში გამარჯვება არ შეუძლია“.
ჯორჯ კლუნი სტატიაში საკუთარ თავს „ერთგულ და მტკიცე“ დემოკრატს უწოდებს და საზოგადოებას ახსენებს, რომ იგი მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობდა დემოკრატიული პარტიისა და პირადად ჯო ბაიდენის სასარგებლოდ. მისი ტქმით, სამი კვირის წინ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებაზე ჯო ბაიდენის გვერდით იდგა და მიხვდა, რომ დღევანდელი პრეზიდენტი ისეთი ადამიანი აღარ არის, როგორიც 2010 წელს ან 2020 წელს იყო.
„იმ დღეს ჯო ბაიდენი უკვე მე ისეთ ადამიანად ჩავთავალე, რომელიც მოგვიანებით, ტელედებატების დროს ყველამ დაინახა. ჩვენი [დემოკრატიული] პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმაზე ლაპარაკი, რომ 51 მილიონმა ამერიკელმა ვერ შეამჩნია ის, რაც ჩვენ დავინახეთ“, - აღნიშნავს ჯორჯ კლუნი.
მსახიობის თქმით, „ყველაფერი ასაკს უკავშირდება“. იგი დარწმუნებულია, რომ თუ დემოკრატიული პარტია ჯო ბაიდენთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას გააგრძელებს, არჩევნებს ვერ მოიგებს.
ჯორჯ კლუნის ნათქვამი გაისმა რამდენიმე საათით ადრე იმ ფონზე, როცა კონგრესის ქვედა სტრუქტურის - წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს მცირე დრო დარჩა, რათა გადაწყვიტოს - ღირს თუ არა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობა სამარცხვინო ტელედებატების შემდეგ.
81 წლის ჯო ბაიდენი ძალიან ცუდად გამოვიდა დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებში, რომელშიც მან, ფაქტიურად, მარცხი განიცადა. იგი გამოიყურებოდა დაბნეულად და რიგ მომანტებში აზრი ეფანტებოდა. მოგვიანებით მან თავისი მდგომარეობა დაღლილობით ახსნა, მაგრამ ვერავინ დააჯერა.
ტელედებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის რამდენიმე სპონსორმა საჯაროდ გააკეთეს გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას არ შეწყვეტს, ისინი პარტიის დაფინანსებაზე უარს იტყვიან.
ორშაბათს ჯო ბაიდენი შეეცადა დაერწმუნებინა დამფინანსებელები, რომ თავს კარგად გრძნობს და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. მომდევნო დღეს ექვსი დემოკრატი კონგრესმენი განცხადებით გამოვიდნენ და თანაპარტიელ ჯო ბაიდენს კიდევ ერთხელ მოუწოდეს გვერდზე გადგომა. „დღეს ქვეყანას ასე ჭირდება“, - ხაზი გაუსვეს კონგრესის წევრებმა.
სხვათა შორის, ვაშინგტონში, 9 ივლისს, ნატოს სამიტის გახსნისას ჯო ბაიდენმა 13-წუთიანი გამოსვლის დროს, ტელედებატებისაგან განსხვავებით, გასაგებად და მკაფიოდ ილაპარაკა. როგორც ჩანს, ამით მან აჩვენა ოპონენეტებს, რომ იგი ნორმალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ტელესუფლიორით ისარგებლაო.
ასეა თუ ისე, ჯო ბაიდენის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება. სიტუაციას ამძაფრებს ინფორმაციის გაჟონვა: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნევროლოგი და პარკინსონის დაავადების სპეციალისტი კევინ კანარდი თეთრ სახლში თურმე რვაჯერ გამოუძახიათ ჯო ბაიდენის მდგომარეობის შესამოწმებლად.
თეთრი სახლი მუდმივად ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ ჯო ბაიდენი ჯანმრთელია და მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. თვითონ ჯო ბაიდენიც აცხადებს, რომ არცევნებში ისევ გაიმარჯვებს და „ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ უფალი არ ეტყვის, შეწყვიტეო“.
„მე ვკითხულობ და ვუსმენ ყველა იმ ისტორიებს, რომლებშიც ჩემს ასაკზე და მოხუცებულობაზე ლაპარაკობენ. განა მე მოხუცი ვიყავი, როცა 15 მილიონი სამუსაო ადგილი შევქმენი? განა მე ძალიან ასაკოვანი ვიყავი იმ დროს, როცა 5 მილიონ ამერიკელს სტუდენტობის დროს დაგროვილი ვალები ჩამოვაწერე? განა მე მოხუცივარ იმისათვის, რომ დონალდ ტრამპზე გავიმარჯვო? - იკითხა ჯო ბაიდენმა ვისკონსინის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რაზედაც შეკრებილემა ერთხმად უპასუხეს: „არა“.
ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.
წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.
ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.
გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:
2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.
რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".
მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".
ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".
მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".
1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.
ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.
"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.
"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.
ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.
შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.
წყარო:https://bm.ge/n