USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
«BBC russian» : „ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის: რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად“
дата:  472

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის: რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს - დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის ფილადელფიაში გამართული პირდაპირი სატელევიზიო დებატების დროს, 90 წუთის განმავლობაში, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტი წონასწორობიდან გამოჰყავდა. თუმცა ზოგადად ორივე ერთმანეთს აკრიტიკებდა და ნაკლებად ლაპარაკობდნენ თავიანთ შეცდომებზე და პოლიტიკურ პროგრამებზე.

ყველლაფერზე, მაგრამ მთავარის გარეშე

მიუხედავად დაუსრულებელი შეხლა-შემოხლისა, კანდიდატებს, ფაქტიურად არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რომელიც მემად, სამომავლო იდეად და სიმბოლოდ იქცეოდა, გარდა იმისა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა - მიგრანტები ისეთი უცნაური ხალხია, რომ ოჰაიოს შტატში მათ ამერიკელთა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყესო..

წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტელემაყურებლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ და თვით კონსერვატორი კომენტატორებიც აღიარებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტზე უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგრამ კამალა ჰარისის შტაბმა მთავარი კოზირი მოგვიანებით გაამჟღავნა: დებატების შემდეგ მომღერალ ტეილორ სვიფტს თურმე უთქვამს, რომ იგი თავის ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემს.

სოციოლოგების თქმით, რომლებიც ეროვნული გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობიან, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს პრაქტიკულად ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, ამიტომაც დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მაყურებელთა შორის ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც თავიანთი პოზიცია არ განუსაზღვრავთ.

დებატები პრეზიდენტობის ორი კანდიდატის პირველი პირადი შეხვედრაც გახლდათ - ისისნი ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიან, თუ არ ჩავთვლით სენატორ კამალა ჰარისის დაწრებას დონალდ ტრამპის ინუაგურაციაზე, 2017 წლის 20 იანვარს.

რბოლა, რომლის შედეგი უცნობია

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესიაო. ამერიკელთა უმეტესობას შეუძლია არ დაეთანხმოს ამგვარ მკაცრ შეფასებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სანამ დემოკრატებმა კანდიდატი არ შეცვალეს, სოცგამოკითხვებით ტრამპს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდნენ. ბაიდენის ჰარისით ჩანაცვლებამ რესპუბლიკელებს პრობლემები შეუქმნა. ამჟამად მათი მთავარი ამოცანაა მიმართონ კამალა ჰარისისაკენ ის უკმაყოფილება, რაც ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო აქვთ, განსაკუტრებით ეკონომიკაში. „კამალა ჰარისი იგივე ჯო ბაიდენია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა დებატების დროს, - თუ მას ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება სურს, რატომ აქამდე არ გამოასწორა?“.

და მაინც, გამოკითხულთა 63%-მა ამ დებატების შემდეგ გამარჯვება კამალა ჰარისს მიაკუთვნა. „კამალა ჰარისმა დებატებში გაიმარჯვა, - წერს გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ „თვალსაზრისის“ განყოფილება, რომელიც ტრადიციულად მხარს რესპუბლიკელებს უჭერს, - „მაგრამ გაიმარჯვა არა თავისი პროგრამის დამაჯერებელი გადმოცემით, არამედ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხაფანგის სწორი დაგებით“.

რასაკვირველია, დებატებში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს არჩევნებშიც გამარჯვებას: 2016 წელს ჰილარი კლინტონის ითვლებოდა ტელედებატებში გამარჯვებულად, მაგრამ დონალდ ტრამპმა იგი უშუალოდ არჩევნებში დაამარცხა.

საგულისხმოა ისიც, რომ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სოცგამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ კამალა ჰარისზე ამერიკელების ეიფორია თანდათან სუსტდება. დონალდ ტრამპი კვლავ წინ გაიჭრა, თუმცა მხოლოდ 1%-ით.

სხვა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამომრჩევლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ, თუმცა სხვაობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, ამის წინასწარმეტყველება არავის არ შეუძლია.

მაგრამ, დებატებში წარმატებული გამოსვლის გარდა, კამალა ჰარისმა 11 სექტემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არჩევნებში პოტენციური გამარჯვებისაკენ. ვიცე-პრეზიდენტმა გვერდით ამოიყენა მსოფლიოში პოპულარული მომღერალი, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c4gen0qz4gdo

 

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати