USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«BBC russian» / «Reuters» : „ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის“
თარიღი:  820

ბრიტანული საინფორმაციო წყაროები, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC russian), აგრეთვე საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ეხმიანებიან აფრიკის სახელმწიფო მალის ტერიტორიაზე, ალჟირის საზღვართან მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს, რომელშიც აფრიკაში მყოფი რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წევრებიც მონაწილეობდნენ. ამ სამხედრო დაჯგუფებას ახლა „რუსეთის აფრიკულ კორპუსს“ უწოდებენ. გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით: „ვაგნერი“ აფრიკაში დანაკარგებს განიცდის“ (ავტორები - გაი ფოლკონბრიჯი და ილია ბალაბანოვი).

ბრძოლა ტინზაუატენთან

რუსეთის დაქირავებულმა მებრძოლთა ჯგუფმა „ვაგნერმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ მის მებრძოლებს და მალის არმიის ჯარისკაცებს დანაკარგი ჰქონდათ, ტუარეგის მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლებში.

აჯანყებულთა მოძრაობამ (CSP-PSD), რომელიც ალჟირისა და მალის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს „აზავადის“ შექმნისათვის იბრძვის, შაბათს განაცხადა, რომ სასაზღვრო ქალაქ ტინზაუატენში შეტაკების დროს ხელში ჩაიგდო ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები და ბენზინმზიდები.

განცხადებაში, რომელიც "ვაგნერმა" გამოაქვეყნა ნათქვამია, რომ მისი ძალები 22-27 ივლისს იბრძოდნენ მალის ჯარისკაცებთან ერთად და რომ "ვაგნერის" მებრძოლებს მეთაურობდა სერგეი შევჩენკო, ზემდეტსახელად "ტბა". მათი თქმით, ბრძოლა ტინზაუატენთან ახლოს მიმდინარეობდა. „პირველ დღეს „ტბის" ჯგუფმა გაანადგურა ისლამისტების უმეტესი ნაწილი. თუმცა, ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა გადაჯგუფებულიყვნენ და რაოდენობა 1 000 ადამიანამდე გაეზარდათ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ვაგნერის“ მებრძოლებმა კვლავ მოიგერიეს თავდასხმა, მაგრამ მეამბოხეების მასიური ცეცხლის შედეგად იყო დანაკარგები როგორც "ვაგნერის" წევრების, ისე მალის ჯარს შორის.

რუსები მალის დასახმარებლად

მალის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში მყოფი რუსული ძალები არიან არა "ვაგნერის" წევრები, არამედ სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ადგილობრივ ჯარებს რუსეთიდან შეძენილი აღჭურვილობით ეხმარებიან.

სანამ რუსული „ვაგნერელები“ მალის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდნენ, მანამ მათ უკვე ჰქონდათ მიღებული გამოცდილება სუდანში, ლიბიასა და მოზამბიკში, აგრეთვე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ისინი პრეზიდენტ ფოსტენუ ტუადერეს ხელისუფლების შენარჩუნებაში დაეხმარნენ და მის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება ჩაახშეს.

მალი, სადაც 2020 და 2021 წლებში გადატრიალების შედეგად სამხედრო ხელისუფლებამ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მრავალი წელია ისლამისტურ აჯანყებას ებრძვის. სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ. იგი, მართალია, ქვეყანას დროებითი პრეზიდენტის სტატუსით მარტავს, მაგრამ არჩევნების ჩატარებას აყოვნებს.

როგორც კი მალის ხელისუფლებაში ასიმ გოიტა გამოჩნდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა ოპერაცია „ბარხანის“ დასრულება, რომლის ძალითაც, აწ უკვე დამხობილ პრეზიდენტთან იბრაჰიმ კეიტასთან შეთანხმებით, მალის ტერიტორიაზე ფრანგული სამხედრო კორინგენტი იმყოფებოდა. ისინი ტუარეგულ სეპარატიზმს ებრძოდნენ.

ფრანგები გავიდნენ, რუსები შევიდნენ

მალი, საერთო რაოდენობით, ხუთი ათასმა ფრანგმა ჯარისკაცმა დატოვა. შესაბამისად, პოლკოვნიკმა და დროებითმა პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსები მიიწვია, რომლებიც 2023 წლის ნოემბერში ტუარეგებს დამარცხება მიაყენეს და ქალაქი კიდალი დაიბრუნეს.

მაგრამ ბოლო ინციდენტი მერტველებს იმაზე, რომ ტუარეგების სეპარატისტული მოძრაობა კვლავ ძლიერია. როგორც აფრიკელი მკვლევარი ჯონ ლეჩნერი ამბობს, რადგანაც „ვაგნერი“ ფაქტიურად უკვე კერძო სამხედრო დაჯგუფება კი არ არის, არამედ ის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის, ეს ნიშნავს, რომ „ვაგნერის“ მარცხი კრემლის მარცხს წარმოადგენს. თუ ასე გაგრძელდება, გამორიცხული არ არის, რომ მალი, ფრანგების მსგავსად, რუსებმაც დატოვონ.

უკრაინა რუსებს აფრიკაშიც ებრძვის?

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით „უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ვაგნერის“ განადგურებაზე პასუხისმგებლობა აიღო“  (ავტორი - შონ უოკერი) ნათქვამია, რომ მალისა და ალჟირის საზღვართან მომხდარ ბრძოლაში, რომელიც რუსებისა და მალის არმიის სამხედრო მოსამსახურეების განადგურებით დასრულდა, მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინასაც აქვს შეტანილი. როგორც უკრაინის სამხედრო დაზვევრის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, მალელ ტუარეგ სეპარატისტებს გარკვეული ინფორმაცია კიევმაც მიაწოდა, თუმცა კონკრეტული დასახელებისაგან თავი შეიკავა.

სხვათა შორის, 29 ივლისს უკრაინულმა გამოცემამ Kyiv Post-მა გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც ცანს, რომ ტუარეგებს ხელში უკრაინის დროშა უჭირავთ.

წყაროები:

„როიტერი“: https://www.reuters.com/world/africa/russias-wagner-says-it-took-losses-heavy-fighting-against-rebels-mali-2024-07-29/

„ბიბისი“: https://www.bbc.com/russian/articles/cne4n0nvweeo

 

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის