USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები აფხაზეთის ომის დროს 1992-93 წლებში
дата:  2106

ნაწილი პირველი

კონფლიქტის ისტორია

რუსეთის მიერ პროვოცირებული და ხელშეწყობილი ქართლ-აფხაზური კონფლიქტი1989-1991 წლებში გამწვავდა  1991 წლის 9 ივლისს მიღებულ იქნა აფხაზეთის ახალი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაეთმო ეთნიკურ უმცირესობას: ქართველები (მოსახლეობის 47 %) უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ იქნენ 26 დეპუტატით; ხოლო აფხაზები (17 %) – 28 დეპუტატით; სხვა ეთნოსები 11 დეპუტატით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, რომელსაც ეყოლებოდა ქართველი და სხვა ეროვნების მოადგილე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ კი დაინიშნებოდა ქართველი.

1992 წელს საქართველოში შექმნილი არეულობით ისარგებლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ და დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყო. აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო გაწვევა.

24 ივნისს დილის 10 საათზე აფხაზეთის შინაგანი საჯარისო ფორმირების, რომელიც უშუალოდ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაეს საბჭოს თავჯდომარეს ექვემდებარებოდა, სამოცკაციანმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ავტომატებით შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ შენობაში და ძალადობრივი გზით დაატყვევეს სამინისტროს ცენტრალური აპარატის რიგითი მუშაკები, სასტიკად სცემეს მინისტრი, მილიციის გენერალ მაიორი გივი ლომინაძე. აფხაზეთის ასსრ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მ. გამზარდიას სიტყვებით, დილის 10 საათზე სამინისტროში შემოიჭრა სამხედრო ფორმაში ეკიპირებული ხალხი. მინისტრის კაბინეტის კარები შეამტვრია და შიგ შეიჭრა ათკაციანი ჯგუფი აფხაზეთის შინაგანი ჯარების სარდლის ვიქტორ კაკალიას მეთაურობით. ოპერაციის დროს შეიარაღებულმა პირმა (ვლადიმერ ანცუპოვმა) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მინისტრს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ასევე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკებიც. შენობის შიგნით ყველაზე მეტად აქტიურობდა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში ახლად მიღებული ძიაფშპა, რომელიც ოპერაციას სამინისტროს მხრიდან ხელმძღვანელობდა. სამინისტროს პირადი შემადგენლობა განიარაღებულ იქნა, ხოლო მინისტრისა და მინისტრის მოადგილის კაბინეტში უკანონო ჩხრეკა მოეწყო. ჯამში ოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ გ. ლომინაძე, მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ს. ბაგაფში, ვ. კაკალია, უზენაესი საბჭოს დეპუტატები: ა. ანქვაბი, ე. ასტემიროვა, ზ. ჯგუბურია, გ. გვაზავა, თ. მჟავია, კ. ჯაჭვლიანი და რ. ქარაია. კითხვაზე თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს, სერგეი ბაგაფშმა თქვა: — „ეს ჩემი ჩადენილი არ არის, და თუ არა მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლება უარესიც მომხდარიყო“.

23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება, რითაც, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის გადაწყვეტილება.

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული. პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ სოფელ ოხურეითან, სადაც აფხაზმა გვარდიელებმა მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის კოლონას. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლიციის ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება დაფიქსირდა აგრეთვე სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიღუპა ერთი აფხაზი მებრძოლი. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, პოლიციის შენაერთი დაბანაკდა სოხუმის მისასვლელთან, ტურბაზის ტერიტორიაზე. ვლადისლავ არძინბამ მობილიზაცია გამოაცხადა. აფხაზთა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს სოხუმი.

15 აგვისტოს გაგრის ზონაში ზღვიდან გადასხმულ იქნა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი. ამავე დღეს სოხუმში ჩავიდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრები თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში ამ ორის გარდა მონაწილეობდნენ აგრეთვე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ნაპოლეონ მესხია, აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ავთანდილ იოსელიანი. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაღაფში, ზურაბ ლაბახუა, ალექსანდრე ანქვაბი, ზურაბ აჩბა და სხვ. თენგიზ სიგუამ მოითხოვა ვლადისლავ არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან 200–200 კაციანი სამხედრო შენაერთი მდინარე ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზას და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. სერგეი ბაღაფშმა სოხუმიდან გასვლისთვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ. 16 აგვისტოს გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრა. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა გაგრაში, დარჩებოდა განთიად–ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და საავტომობიო მაგისტრალს. შეთანხმება 16 აგვისტოს შევიდა ძალაში. 17 აგვისტოს აფხაზებმა სოფელ ბზიფთან შეიარაღებული პიკეტები დააყენეს. რამდენიმე საათში ქართული შეიარაღებული ძალების პიკეტები განლაგდა სოფელ კოლხიდასთან და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართულ–აფხაზური შენაერთები. აქვე მოხდა ტყვეების პირველი გაცვლა. გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყებოდა რუსი დამსვენებლების გადაყვანა ფოთში.

18 აგვისტოს ვლადისლავ არძინბამ დატოვა სოხუმი, გუდაუთაში გადავიდა და თან გაიყვანა როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველო და უკონტროლო შეიარაღებულმა ფორმირებებმა წაიღეს ნარკოტიკული საშუალებები და სახვა მედიკამენტების მთელი მარეგი. ამ დღე ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში. მათ დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ქართული მხრიდან დაიღუპა შინაგანი ჯარის მებრძოლი ნ. ქეცბაია. საბოლოოდ ქართულმა შენაერთებმა პოზიციები მდინარე გუმისთასთან დაიკავეს. 19 აგვისტოს გაგრაში შვიდნენ ქართული შენაერთები. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა მხედრიონელი ბ. ფირცხელიანი, ხოლო მოადგილედ ილია ჭავჭავაძიის საზოგადოების წევრი ჯ. ლატარია. ქალაქში ჩავიდნენ საქართველოს საევაკუაციო კომისიის წევრები. 20 აგვისტოს არმავირში შეიკრიბნენ კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელები, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში გაეგზავნათ შეიარაღებული რაზმები. ამ წინადადებით მათ მიმართეს რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს.

1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ელცინის შუამავლობით შევარდნაძემ და არძინბამ მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეთანხმება მალევე დაირღვა. 1993 წლის 27 ივლისს კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, ამჯერად სოჭში. 16 სექტემბერს აფხაზურმა და რუსულმა შენაერთებმა შეთანხმება დაარღვიეს და დაიწყეს შეტევა, რაც სოხუმის დაცემით დასრულდა. საქართველომ ომი წააგო და 200 ათასამდე ქართველმა აფხაზეთი დატოვა.

1992-93 წლებში აფხაზეთის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები

დღეს როდესაც, მთელი მსოფლიოს აღშფოთებულია და გმობს, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს, უპრიანია გავიხსენოთ ჩვენი 30 წლის უკანდელი ისტორია, როდესაც იგივე აგრესორი ანალოგიური დანაშაულებებრივ ქმედებებს ჩადიოდა, საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში. 

ჩვენ გვინდა საქართველოს უახლესი ისტორიის შეხსენება მათთვის, ვისაც რუსეთთან მეგობრობა და ურთიერთობის დალაგება უნდა და ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მათთან მოლაპარაკებების და დათმობების გზითაა შესაძლებელი. გთავაზობთ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა სიას და შეგახსენებთ, რომ 30 წლის წინ  პუტინი არ იყო რუსეთის პრეზიდენტი. 

გაგრა - გაგრის რაიონი

ქალაქი გაგრა

  1. აბსანძე ჯუმბერ ნიკოლოზის ძე - 57 წლის, წერეთლის ქ., № 54/4, ბ. 14, 1992 წლის 2 ოქტომბერს წამებით მოკლეს.
  2. აკობია აქვსენტი - 80 წლის, რუსთაველის ქ., № 154, დახვრიტეს საკუთარ სახლში.
  3. ალასანია ოლღა ანდრეს ასული - 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს - ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.
  4. ალასანია თამაზ კირილეს ძე - 42 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს.
  5. ალიევი ვალერი ყურბანის ძე - 65 წლის, წერეთლის ქ., № 49/3, ბ. 4, 1993 წლის იანვარში დახვრიტეს  საკუთარ სახლში.
  6. ამირეჯიბი ვალერი - 32 წლის, ზღვის ქ., № 2, მოკლეს სოფელ ლესელიძეში.
  7. ბანცაძე ჯამბულ სიმონის ძე - 42 წლის, 1992 წლის 10 ოქტომბერს დახვრიტეს.
  8. ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.
  9. ბარამია ალექსანდრე ილარიონის ძე - 78 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ნათელასთან, ქალიშვილ ცისიასთან და სამ სტუმართან ერთად.
  10. ბარამია-ნადარეიშვილინათელა ვლადიმერის ასული - 70 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერსმოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ალექსანდრესთან, ქალიშვილ ცისიასთან და სამ სტუმართან ერთად.
  11. ბაღათურიაგულნაზი ალისტარქეს ასული - 46 წლის, წერეთლის ქ., № 2 და № 111, 1993 წლის 19 მარტს მოკლეს.
  12. ბერაიაალექსანდრე ამირანის ძე - 64 წლის, სოხუმის გზატკ., № 15, 1993 წლის 22 მარტს მოკლეს მეუღლე მაყვალასთან ერთად.
  13. ბერაიამაყვალა პავლეს ასული - 60 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 15, 1993 წლის 22 მარტს მოკლეს მეუღლე ალექსანდრესთან ერთად.
  14. ბერიძე შოთა- 70 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  15. ბობოხიძეალექსანდრე ნიკოლოზის ძე - 68 წლის, ნინოშვილის ქ., № 16, დახვრიტეს საკუთარ სახლში.
  16. ბჟალავაომარ - გაგრის მილიციის თანამშრომელ, 1992 წლის 2 ნოემბერს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლისა და შვილების თვალწინ.
  17. გაბედავაპროკოფი პავლეს ძე - 73 წლის, წერეთლის ქ., № 16, დახვრიტეს საკუთარ სახლთან.
  18. გალანსკი იური ივანეს ძე -60 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.
  19. გამხუაშვილიგოდერძი - ჭანბას ქ., № 31, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  20. გეგეჭკორიგიორგი მიხეილის ძე - 69 წლის, ნინოშვილის ქ., № 24, დახვრიტეს საკუთარ სახლში.
  21. გვაზავა შალვა- წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას  ოჯახის წევრებთან ერთად.
  22. გიორბელიძე შოთა რაჟდენის ძე- 37 წლის, ლენინის ქ., ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  23. გოროზიალავრენტი - წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს.
  24. გუგავაკონსტანტინე ბაგრატის ძე - 62 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., № 29, 1992 წლის 31 დეკემბერს დახვრიტეს.
  25. გუგუშვილივალენტინა ზაურის ასული - 64 წლის, ლენინის ქ., მოკლეს თავის ბინაში.
  26. გუგუშვილიმარია - 25 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.
  27. გულორდავაემა - 55 წლის, რუსთაველის ქ., № 118, მოკლეს საკუთარ სახლში ქალიშვილ მთვარისასთან ერთად.
  28. გულორდავამთვარისა სერგოს ასული - 18 წლის, რუსთაველის ქ., № 118, მოკლეს საკუთარ სახლში დედა ემასთან ერთად.
  29. ვაჩაძე ბუთხუზი-  ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  30. ზამბახიძეევგენი არჩილის ძე - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად.
  31. ზამბახიძე(ევგენის მეუღლე) - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე ევგენი და შვილთან ერთად.
  32. ზამბახიძეიური ევგენის ძე - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ერთად.
  33. ზარქუაქსენია კონსტანტინეს ასული - 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს - გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
  34. თორდიავალერიან ტრიფონის ძე - 72 წლის, წერეთლის № 59, მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ელენესთან ერთად.
  35. თორდიაელენე72 წლის, წერეთლის № 59, მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ვალერიანთან ერთად.
  36. თოფჩიანიაიკი - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  37. თოფჩიანილევონ - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  38. ინჯგიაციალა - წამებით მოკლეს მეუღლე გოროზია ლავრენტისთან ერთად, ორივეს თავი მოკვეთეს.
  39. იოსავაჯემალ - წამებით მოკლეს 1992 წელს.
  40. კაჭარავაღუღუნი - 50 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.
  41. კეთილაძეგოგი - 66 წლის, წერეთლის ქ., № 51, 1992 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს.
  42. კვარაცხელია აკაკი- 75 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  43. კობახიძეანზორ - 55 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 10 ოქტომბერს წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს.
  44. კუპრეიშვილიგია გურამის ძე - 21 წლის, ჭანბას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.
  45. კუპრეიშვილიდავით მალაქიას ძე - 75 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე ზინასთან ერთად.
  46. კუპრეიშვილიზინა - 65 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე დავითთან ერთად.
  47. კუციაბორის - ოქტომბრის ქ., დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას სახლში მის ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად.
  48. კუციადომენტი - 75 წლის, მოკლეს საკუთარ სახლთან.
  49. კუციაალექსანდრე - 45 წლის, დახვრიტეს.
  50. კუცია-წულეისკირი ლუბა81 წლის, წერეთლის ქ., № 38, 1994 წლის ნოემბერში დახვრიტეს მეუღლე ამბაკო წულეისკირთან ერთად.
  51. კუჭავანორა ივანეს ასული - 65 წლის, დემერჯიპას ქ., დახვრიტეს.
  52. ლიპარტელიანიშალვა - დახვრიტეს.
  53. ლობჟანიძევლადიმერ - 55 წლის, წერეთლის ქ., № 55/10, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.
  54. ლოლუალუბა აქვსენტის ასული - 66 წლის, რუსთაველის ქ., წამებით მოკლეს და თამარ ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.
  55. ლოლუათამარ აქვსენტის ასული - 60 წლის, რუსთაველის ქ., წამებით მოკლეს და ლუბოვი ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.
  56. მაისურაძებესარიონ ვალერიანის ძე - 35 წლის, ლაკობას ქ., № 17, 1992 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს.
  57. მაისურაძეზურაბ - დახვრიტეს.
  58. მალანიაპალა (ლიანა) - პედაგოგი, დახვრიტეს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ.
  59. მამარდაშვილი ნიკოლოზ ვლადიმერის ძე- 58 წლის, წერეთლის ქ., № 47/5, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.
  60. მანაგაძე გიორგი - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად.
  61. მანაგაძე(გიორგის ცოლი) - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლე გიორგისთან ერთად.
  62. მანაგაძე ნუგზარ -დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ბენზინი გადაასხეს და დაწვეს საკუთარი სახლის ჭიშკარან.
  63. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  64. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  65. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  66. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  67. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  68. მანუკიანი- რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.
  69. მარიამიძე ავთანდილი სერგოს ძე - 43 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს მის თვალწინ, 13 მებრძოლის მიერ, ქალიშვილ ანას გაუპატიურების შემდეგ, ორივე მიაბეს ხეზე და ცოცხლად დაწვეს.
  70. მარიამიძეანა ავთანდილის ასული - 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.     

გაგრძელება იქნება

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати