USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
«Известия» (რუსეთი): „აგვისტოს პრელიუდია“
Date:  459

რუსეთის გაზეთ „იზვესტიის“ (Известия) 8 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სატაურით „აგვისტოს პრელიუდია“, რომლის ავტორია ოლეგ კარპოვიჩი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის პრორექტორი. მასალაში გაანალიზებულია 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიო წესრიგისათვის. ბუნებრივია, ავტორი რუსეთის სახელმწიფო პოზიციას იცავს და ცდილობს, „ხუთდღიანი ომი“ მოსკოვისათვის აუცილებელ საბედისწერო მოვლენად წარმოაჩინოს, საკუთარი ინტერესების დაცვისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„ზუსტად 15 წლის წინათ მოხდა მოვლენა, რომელიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გახდა რუსეთის უახლეს ისტორიაში. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ, კოლექტიური დასავლეთისა და მისი მარიონეტებისათვის მოულოდნელად, ჩუმად არ დარჩა და მზადყოფნა გამოავლინა ყველა საშუალებით დაეცვა როგორც საკუთარი, ასევე თავისი მოკავშირეების ეროვნული ინტერესები. 2008 წლის აგვისტოს გარეშე არ მოხდებოდა არც ყირიმის დაბრუნება და არც დონბასის მოსახლეობის დაცვა გენოციდისაგან. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების ავანტიურა, რომელიც მნიშვნელოვანწილად თბილისის დასავლელი მფარველებისაგან იმართებოდა, გამიზნული იყო არა მარტო სოხუმისა და ცხინვალის ძალის გამოყენებით დამორჩილებისაკენ, არამედ რუსეთის ფედერაციის საგარეოპოლიტიკური პოზიციების ძირის გამოთხრისაკენ.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებს წინ უძღოდა ნატოს სამიტი ბუქარესტში, რომელმაც ოფიციალურად მიიღო დოკუმენტი დაპირებით - „საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან“. ნატოელების ეს ნაბიჯი განპირობებული იყო ერთი წლით ადრე რუსეთის პრეზიდენტის მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლის დროს გაჟღერებული დებულებებით, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა მოსკოვის ახალ კურსზე გადასვლას - უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმას  იმ მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ, რომელსაც ვაშინგტონი ცინიკურად უწოდებდა „დასავლური წესების დაცვაზე დაფუძნებულს“.

ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები თავდაჯერებულად იმედოვნებდნენ, რომ რუსეთს „თავის ადგილს მიუჩენდნენ“. მათ ყურად არ იღეს ვლადიმერ პუტინის გართხილება და ისეთი პოზა დაიკავეს, რომ ყველაფრის გაკეთებას შეძლებდნენ მოსკოვისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ამ კომბინაციის მეორე ეტაპი სწორედ მიხეილ სააკაშვილის სამხედრო აქცია უნდა ყოფილიყო, რომელიც მოწოდებული იქნებოდა სიმბოლურად დაეფიქსირებინა [აშშ-ის მიერ] თავხედურად და უაპელაციოდ გამოცხადებული „ერთპოლუსიანობის“ იდეის ტრიუმფი

რუსეთის საპასუხო მოქმედებამ დასავლეთი სწრაფად გამოაფხიზლა და იძულებული გახადა პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლების გეგმების რეალიზება გადაეწია, თუმცა მათზე უარი არ უთქვამს. ამასთან, მოსკოვის მიერ „წითელი ხაზების“ მონიშვნამ ევროპა და ამერიკა დააფიქრა. სწორედ ამიტომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება დასავლეთთან პირდაპირი - ფატალური - შეტაკება კი არ არის, არამედ ჰიბრიდული ომის ხასიათს ატარებს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ოპერაციის კრახი იმის თვალსაჩინოება გახდა, რომ რუსეთის დაპირისპირება ყოფილ საბჭოთა ხალხებთან ხელოვნური განზრახვას წარმოადგენს. საქართველო, რომელიც არამარტო გამოფხიზლდა „ვარდების რევოლუციით“ გამოწვეული „სიმთვრალისაგან“, არამედ უარიც განაცხადა ანტირუსულ ალიანსში შესვლაზე, თანაც საკუთარი ევროინტეგრაციული კურსის საზიანოდ. რა თქმა უნდა, ისეთი კონფლიქტები, რომელიც 15 წლის მოხდა, უკვალოდ არ ქრება, ამიტომაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებას წლები და ათწლეულებიც კი შეიძლება დაჭირდეს.

და მაინც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ეფექტური პასუხი, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა უფრო მძიმე შეტაკების მუქარა და დე-ფაქტოდ გადაწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუთვნილების პრობლემა: ეს „გორდიას კვანძი“ ელვისებურად, მტკივნეულად, მაგრამ მაინც გადაიჭრა.

დროთა განმავლობაში 15 წლის წინანდელი კრიზისი უკიდურესად მნიშვნელოვან პრელიუდიად მოჩანს მსოფლიო სისტემის ხანგრძლივი და მძიმე ტრანსფორმაციისაკენ. იმ დროს ცოტა ვინმეს თუ შეეძლო წარმოედგენია, თუ რა გამოწვევებს შეეჯახებოდა ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ „დასავლური წესებით“ ითამაშებდა. ერთი რამ ნათელია: სწორედ ცხინვალის ბრძოლებმა გააცნობიერებინა რუსეთს თავისი ახალი ისტორიული როლი და იმ არჩევანის გარდაუვალობა, რომელმაც ჩვენ დრევანდელ საბედისწერო ბრძოლამდე მიგვიყვანა და რომელსაც ჭეშმარიტად ეგზისტენციური ხასიათი აქვს მიღებული.

წყარო: https://iz.ru/sites/default/files/pdf/2023/08_08_2023.pdf

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way