USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
«Сегодня» (რუსეთი): „აფხაზთა სიამაყე სრული სიბნელის ფონზე: რუსეთმა აფხაზეთის დოტაცია შეწყვიტა“
дата:  1112

რუსული გაზეთი „სეგოდნია“ (Сегодня) აქვეყნებს სტატიას სათაურით „აფხაზთა სიამაყე სრული სიბნელის ფონზე: რუსეთმა აფხაზეთის დოტაცია შეწყვიტა“ (ავტორი - ვასილ ივანჩენკო), რომელშიც განხილილია მოსკოვ-სოხუმის ურთიერთობებში ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აფხაზეთში უკუნეთია. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბღანბამ გამოაცხადა, რომ რესპუბლიკის ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, ელექტროენერგის უმწვავესი დეფიციტის გამო, დროებით უნდა დაიხუროს. მას არ უთქვამს, რომ ამაში დამნაშავე რუსეთია, თუმცა, ალბათ, ძალიან უნდოდა ეთქვა. პატარა, მაგრამ ამაყ აფხაზეთში არანაირად არ სურთ იმის აღიარება, რომ აფხაზების მიმართ რუსეთს არანაირი ვალი არ აქვს.

არადა, ამ დღეებში დროებითმა პრემიერმა კვლავ სთხოვა მოსკოვს, რომ რუსეთმა უფასოდ გამოკვებოს ათობით ათასი ადგილობრივი მოსამსახურე და პენსიონერები. ანუ ისე, როგორც ამას კრემლი 2008 წლიდან აკეთებდა: „რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის“ შემდეგ აფხაზები მიეჩვივნენ იმას, რომ რუსეთმა მათ ელექტროენერგია და საბიუჯეტო ტრანშები უნდა მისცეს, ანუ სავალდებულოდ თვლიან, რომ აფხაზები რუსებმა უნდა არჩინონ. „აბა, მაშ როგორ? თუ დამოუკიდებლად გვაღიარე, კიდეც უნდა გვარჩინო“. ეს აფხაზებისათვის სრულიად ნორმალურ აზროვნებას წარმოადგენს. ბევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ სურს დიდ რუსეთს პატარა, მაგრამ ამაყი აფხაზეთის მეურვე იყოს. და რამარტო გაუგებარია, არამედ საწყენიც კი არის... თორემ რა გამოდის - „დიდმა ძმამ პატარა ძმას ფრთები გადააფარა, ახლა კი ტურასავით მიაგდო“.

გავიხსენოთ: 2008 წლის აგვისტოდან მოსკოვმა აფხაზეთზე 65 მილიარდ რუბლზე მეტი დახარჯა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 500 ობიექტს, მეტ-ნაკლებად აღდგენილია სოციალური ინფრასტრუქტურა. დღეს აფხაზეთი თავისი ბიუჯეტის 58% დამოუკიდებლად უზრუნველყოფს, ხოლო 42% - მოსკოვიდან გადარიცხვებს წარმოადგენს.

აფხაზეთში ისე ორიგინალურად [და მიამიტურად] აზროვნებენ, რომ თითქოსდა ვერ ამჩნევენ, თუ რა მოხდა უკანასკნელ პერიოდში და ვითომდა ვერ ხვდებიან, რას უკავშირდება ელექტროენერგიის მიწოდებისა და სოციალური დახმარების შეჩერება. აფხაზეთში მცირე რევოლუცია მოხდა, რომელიც პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა: მიზეზი იყო ის, რომ სოხუმმა უარყო მოსკოვში ხელმოწერილი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც რესპუბლიკაში რუსული ბიზნეს-პროექტების განხორცილებას ითვალისწინებდა. აფხაზებს შეეშინდათ: „რუს ინვესტორებს თუ თავისუფალი მოქმედების ნებას მივცემთ, ვაითუ სუვერენიტეტი და ბუნებრივი სიმდიდრე დავკარგოთ, მოსახლეობა გაღატაკდებაო“.

უფრო ადრე მოსკოვსა და სოხუმს ძალიან არასასიამოვნო პოლიტიკური ინციდენტი მოხდა: 2023 წლის ოქტომბერში დაიდო ხელშეკრულება შავი ზღვის ოჩამჩირის უბეში რუსეთის სამხედრო ხომალდების ბაზის შექმნის თაობაზე. ოჩამჩირის უბე ამ მხრივ საუკეთესო ადგილი იქნებოდა, მაგრამ 2024 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ მტკიცედ განაცხადა, რომ „ოჩამჩირეში რუსული ბაზა არ იქნება“.

რუსეთი სულელი არ იყო, როცა ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდა აფხაზეთს. რა თქმა უნდა, გვერდით პატარა, მაგრამ არასტაბილური ქვეყნის ყოლა მაინცდამაინც სასურველი არ არის, ამიტომაც მოსკოვი ცდილობდა სოხუმს დახმარებოდა და აფხაზებისთვის მეტ-ნაკლებად ცხოვრების პირობები შეექმნა. შესაბამისად, აფხაზებს ილუზია გაუჩნდათ, რომ მათი ქვეყანა სამოთხეა და რუსეთი მათ ყოველთვის მფარველობას გაუწევს. ასეთი იმედები დღესაც არის მოსკოვში შემორჩენილი.

გასაგებია, რომ აფხაზურ სამოთხეში თვითონ აფხაზებს არაფრის გაკეთება არ ძალუძთ. ისევ დაინგრევა სანატორიუმები, კინოთეატრები, პლაჟები ნაგვის გროვად გადაიქცევა და ეკოლოგიური მთიანი ტურისტული ბილიკები - „გარეული თხების ბილიკებად“. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, აფხაზებს შრომა არ აინტერესებთ და ზარმაცობენ, მეორე - მათ ამისათვის ფული არ აქვთ.

რასაკვირველია, აფხაზეთი მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის, რომ მათ ვინმემ ფული მისცეს, მაგრამ ისე, რომ ფულის მიმცემმა რაიმე საფასური არ მოითხოვოს. ინვესტიციების ჩადება აფხაზებს ძალიან აშინებთ - ეს ხომ ქველმოქმედება არ არის, ინვესტორმა ხომ მოგება უნდა მიიღოს. სარგებელი და მოგება კი უკვე სუვერენიტეტისადმი საფრთხეს წარმოადგენს. აი, ასე აზროვნებენ აფხაზები.

როცა რუსეთი აფხაზებს პენსიას უხდის, დახმარებებს აძლევს და უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას, როცა აფხაზეთი რუსეთის მთლიან კმაყოფაზეა, ამით, რა თქმა უნდა,  ქვეყნის სუვერენიტეტი არ ირღვევა. მაგრამ როცა რუს ინვესტორს ნორმალური კანონების მიღება სურს ბიზნესის გასავითარებლად, ეს უკვე სუვერენიტეტის დარღვევაა.

აფხაზების სურვილი, რომ თავიანთი ადათ-წესებისა და ტრადიციებით იცხოვრონ, სრულიად გასაგებია. ისინი ხომ ამაყები არიან. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როცა ქედმაღლურად იქცევი, არავისგან არანაირი დახმარების მიღებას არ უნდა შეეცადო. არც უნდა სთხოვო რუსეთს დახმარება, სირცხვილია. ნუ ეწევი მდგომარეობით სპეკულაციას და რუსეთთან თავს ნუ იმდაბლებ.

ექსპერტების აზრით, დღეს აგხაზეთი აქტიურად სარგებლობს თურქეთთან არსებული დიპლომატიური არხებით და რუსეთისაგან საიდუმლოდ, ჩუმად სურს გახდეს „პანთურქული სამყაროს“ ნაწილი. სოხუმში გაგებით ეკიდებიან ყირიმელი თათრების პოზიციას, რომელთა შტაბ-ბინა კიევშია და მკაცრად ეწინააღმდეგებიან ყირიმის მიერთებას რუსეთისადმი. ამას ემატება ოჩამჩირის ბაზის გახსნაზე უარი და ახლა კიდევ - საინვესტიციო შეთანხმების კრახი.

გამოდის, რომ ჩვენ, რუსებს, აფხაზების მხრიდან არავითარი ერთგულების იმედი არ უნდა გვქონდეს, მათი მოქმედებიდან გამომდინარე - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს არანაირი მიზეზი არ აქვს მომავალშიც გააგრძელოს უანგარო დახმარება აფხაზი ძმებისადმი, რისთვისაც ისინი მადლობასაც კი არ გვეუბნებიან.

წყარო: https://segodnia.ru/content/299639

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати