USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
BMG: რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს AI?
Date:  269

ტექნოლოგიური განვითარება, ისევე, როგორც მისი თანამდევი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები, უბრალოდ, გარდაუვალია. ამჟამად, სამუშაო ძალის მორიგი გადალაგების წინაშე ვდგავართ, რომლის შემდეგ ბევრი პროფესია აღარ იარსებებს. ამ საკითხით Microsoft-ის მკვლევრები დაინტერესდნენ, რომელთაც Bing Copilot-ის 200,000-ზე მეტი რეალური მომხმარებლის საუბარი შეისწავლეს და დაადგინეს, თუ რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი.

Microsoft-ის ეს კვლევა AI-ის შესაბამისობის მაჩვენებელს ეფუძნება, რომელიც აღრიცხავს, თუ რა სიხშირით და წარმატებით შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ამა თუ იმ ამოცანის შესრულება ან მისი შესრულებისას ადამიანის დახმარებია. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი პროფესია AI-ის შესაძლებლობებთან 98%-იან თანხვედრაშია, ანუ ის ყველაზე მარტივად ჩანაცვლდება. სხვა სფეროებში კი, სადაც პროფესიონალს ფიზიკური მუშაობა ან სხვა ადამიანებზე ზრუნვა მოეთხოვება, ტექნოლოგიას დიდი გასაქანი არ აქვს.

პროფესიები, რომელთაც AI ყველაზე დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს:

1. თარჯიმნები და მთარგმნელები

ამ პროფესიონალებს AI-ის ფუნქციონალთან 98%-იანი თანხვედრა აქვთ. რეალურ დროში საუბრის და ტექსტების თარგმნა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს დღესაც შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ პირველ რიგში სწორედ თარჯიმნები და მთარგმნელები ჩანაცვლდებიან.

2. ისტორიკოსები

კვლევა, ტექსტების ანალიზი და წერა — ისტორიკოსისთვის ეს მთავარი საქმიანობაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტი დღესაც კი ადამიანზე ეფექტიანად და სწრაფად ასრულებს. ამრიგად, ისტორიკოსები AI-ის გამოყენებას დაიწყებენ, რაც ნიშნავს, რომ ამ პროფესიაზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, შემცირდება.

3. გაყიდვების წარმომადგენლები

დღესაც კი, გაყიდვები წმინდა ადამიანური სფეროა, რადგან კლიენტებს ადამიანებთან სურთ ლაპარაკი და არა რობოტებთან, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში AI უკვე მონაწილეობს კომუნიკაციაში, წელს წერილებს, პასუხობს კითხვებს და ზოგიერთ კომპანიაში სრულად ანაცვლებს კიდეც პროფესიონალებს.

პროფესიები, რომელთაც AI სავარაუდოდ ვერ ჩაანაცვლებს:

1. მედდები და სხვა სამედიცინო დამხმარე პერსონალი

პაციენტზე ზრუნვა, ემპათია, ადამიანური შეხება და მყისიერი რეაგირება ის უნარებია, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უბრალოდ არ აქვს და სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი არ ექნება. ისედაც, რთულ დროს ადამიანებს სხვა ადამიანებთან კონტაქტი ურჩევნიათ და არა მანქანებთან.

2. მშენებლები და ხელოსნები

ხელოვნურ ინტელექტს შენობის დამოუკიდებლად აშენება, მილების გამორეცხვა ან ბეტონის ჩასხმა არ შეუძლია. ამ პროცესში ტექნოლოგიები დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მშენებლობაში ადამიანების AI-ის მიერ ჩანაცვლება, ნაკლებსავარაუდოა.

3. დასუფთავების თანამშრომლები

ბინების, შენობების და სივრცეების მოვლა-პატრონობა და დასუფთავება მოითხოვს, როგორც ფიზიკურ ძალას, ასევე ადგილზე რეაგირების უნარს და გონივრულ გადაწყვეტილებებს, რასაც ხელოვნური ინტელექტი ვერ ასრულებს და, სავარაუდოდ, დიდი ხანი ვერ შეასრულებს. რობოტები დასუფთავებაში დღესაც გამოიყენება, მაგრამ დიდ მასშტაბზე გაშვება, არარეალისტურია.

წყარო:https://bm.ge/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way