USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Tbilisi
რომანი და ძეხვი
Date:  1264
ნუ დავიწყებთ შეჯიბრს, ვის რამხელა სტაჟი გვაქვს და აქვე შევთანხმდეთ: ჩვენთვის ფეხბურთის სიყვარული თბილისის „დინამოთი“ დაიწყო. ეს მხოლოდ გუნდი კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტიფიცირების საშუალებაც იყო.
ჰოდა, ისე მოხდა, სწორედ ამავე გუნდმა ბოლო წლებში ყველაზე ბევრჯერ მაწყენინა და გული დამწყვიტა. ფეხბურთელებმა კი არა, ექიმებმა კი არა, მასაჟისტებმა კი არა – მენეჯმენტმა…
მთავარი კაცი მენეჯმენტში (ქართული წესებით) კლუბის მფლობელია და იმ გულდაწყვეტების გამოც რომან ფიფიამ უნდა აგოს პასუხი. კლუბი ჩემია და მორჩაო, პასუხად ვერ ივარგებს. იმიტომ, რომ ეს „დინამოა“.
წაბრძანდი, ბატონო, აგარის „მეშაქრე“ ააღორძინე და ხმას არ გავიღებ. „მეშაქრე“ ტყუილად როდი ვახსენე. ბატონ რომანს კვების მრეწველობაში გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს და „დინამომდე“ პროფესიულ სპორტთან მისი გადაკვეთის შემთხვევები ვერ აღმოვაჩინეთ.
1988 წელს ძეხვის წარმოებით დაწყებული ბიზნესი მალე გაიფურჩქნა და ფიფიას იმპერიას მალე ბანკი, სამდინარო პორტი, ავიაკომპანია „სარატოვის ავიახაზების“ საკო„ნტროლო პაკეტი და კიდევ დაახლოებით ათი, ძირითადად აგროფირმა შეემატა.
ეს ყველაფერი, როგორც ამბობენ, სარატოვის მხარის მაშინდელ გუბერნატორ დიმიტრი აიაცკოვთან მისი ძმაკაცობის შედეგიც იყო.
როცა 2005 წელს გუბერნატორმა პოსტი დატოვა, ფიფიამ აქტივები გაყიდა და გადმოქართველდა, თუმცა სანახევროდ ნიცაში სახლობს.
კაცმა არ იცის, რად უნდოდა ფიფიას „დინამო“. უფრო გასაგებია მის მიერ სასტუმრო „თბილისი ჰაიატის“ მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ჩადება – ბიზნესი მისი თემაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ნაკლებად მადარდებს, რომ მის ლუქსემბურგულ ფირმას ლამის 100 მილიონ დოლარს ედავებოდნენ. ნაკლებად მადარდებს, რომ 2009 წელს მის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული დიდი ოდენობის თანხის დატაცების ბრალდებით.
მხოლოდ “დინამო” მტკივა – ყოველ ჯერზე მესამეხარისხოვანი ევროკლუბებისგან დაწიხლული და დაჩაგრული.
ამბობენ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო…
ალბათ სჯობს, მეძეხვემაც ძეხვი დაამზადოს…
 
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way