USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
რომან აბრამოვიჩმა, ვისბადენის კაზინოში რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის ვალი - 240 ათასი ევრო გადაიხადა
Date:  2105

 

ისტორიიდან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დოსტოევსკი აზარტული მოთამაშე იყო და უყვარდა თამაში ვისბადენის კაზინოში, რომელშიც ხშირად სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ვაგნერი, მიხაილ გორბაჩოვი, ოტო ვონ ბისმარკი. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის ყველაზე ლამაზი და უდიდესი კაზინოა გერმანიაში.

როგორც მაკედონური საინფორმაციო პორტალი იუწყება Markukule ერთხელ ფედორ დოსტოევსკიმ ყველაფერი წააგო ვისბადენის კაზინოში და ვერ გადაიხადა წაგებული თანხა, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, კაზინოს ადმინისტრაციამ კედელზე გამოაკრა დაფა სადაც ეწერა, რომ დოსტოევსკის, დღევანდელი კურსით 240 ათასი ევრო ქონდა კაზინოს ვალი.

ამავე სააგენტოს ცნობით რომან აბრამოვიჩმა, რუსეთელმა მილიარდერმა, ვისბადენის კაზინოში დიდი რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის საუკუნოვანი ვალი - 240 ათასი ევრო გადაიხადა და... მოითხოვა კაზინოს კედლიდან ამ ვალის აღმნიშვნელი დაფის ჩამოხსნა.

ისტორია საინტერესოა თუმცა სხვა საინფორმაციო პორტალები და მით უმეტეს გერმანული საინფორმაციო საშუალებები ამის შესახებ არაფერს იტყობინებიან.

წყარო:https://www.bfm.ru/news/436752

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way